მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

[1 -1.2 მლრდ-ის დახარჯვის ნაცვლად] 1 - 1.2 მლრდ სავალუტო რეზერვი გვექნება ნაყიდი წლის ბოლომდე - ნათია თურნავა

news image

მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ 1-1,2 მლრდ ნაყიდი გვექნება წელს, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა  ნათია თურნავამ რეზერვებზე საუბრისას განაცხადა.

თურნავას თქმით, შემოდინებების ძირითად წყარო დღეისათვის ექსპორტი და გზავნილებია. 

„ამას ახლა უფრო მეტი დაბეჯითებით ვამბობ იმიტომ, რომ ვუყურებ ტენდენციებს, თუმცა რთულია ზუსტი ციფრების დასახელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების შევსება, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას. ვითარება ისეთია, რომ შემოდინება საკმაოდ ძლიერია. თუ შევხედავთ ბოლო პერიოდს, მაისის მონაცემები რაც არის ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული, ძირითადი შემოდინების წყარო ეს არის ექსპორტი და ეს არის გზავნილები. გზავნილები კარგად გაიზარდა, დაახლოებით 12%-ი იყო ზრდა. ექსპორტი - ასევე კარგად გაიზარდა, 15,7%-ი იყო ზრდა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტი კარგად იზრდება, 10%-ზე მეტით. რატომ ვუსვამ ამას ხაზს, იმიტომ რეექსპორტის ნაწილიც საკმაოდ მსხვილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა და აქაც ძლიერი ტენდენციაა.  ეს ორი ძირითადი არხია, რომელიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა. გარდა ამისა კვლავაც გრძელდება ლარიზაციის ტენდენცია, დეპოზიტები განსაკუთრებით იურიდიულ პირებს რაც აქვთ ანგარიშებზე თანხები, თუ ვინმეს ჰქონდა დოლარი, ან ზედმეტად ნაყიდი გაურკვევლობის პერიოდში, ხდება მისი გადალარება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

თურნავას თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას სებ-ს ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი. 

„ეს იყო გაურკვევლობის პერიოდი, მაგრამ მოკლეხნიანი. რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენმა ჩარევამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მთლიანობაშიც სტაბილურობამ შეუწყო ხელი და აქედან გამომდინარე ჩანს სტაბილურობა ლარის მიმართ. ხდება გადალარება დეპოზიტების და სხვათაშორის თუ შევხედავთ ჩვენ საბანკო დეპოზიტების სტატისტიკას ლარიზაციის პროცენტი მატულობს, დედოლარიზაცია მიმდინარეობს და დაახლოებით 1,2%-ით არის გაზრდილი წილი ლარში დედომინირებული დეპოზიტების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარი-ნახევარზეა. თუ ავიღებთ 15 წლის წინ 75%-ი იყო და მეტიც, მაგრამ აქ მთავარია ბოლო თვეების მაჩვენებელი და ჩანს, რომ სწორი იყო მიდგომა. ვინაიდან სავალუტო ბაზარზე არის სტაბილურობა, ნდობა ლარის მიმართ იზრდება და ლარიზაციის კოეფიციენტიც მატულობს. ესეც არის ერთ-ერთი წყარო ბაზარზე დოლარის მიწოდების და ჩვენ ამითი ცხადია ვსარგებლობთ. 

დღეს გამოქვეყნდება რეზერვების სტატისტიკა, მე რა თქმა უნდა არ გავუსწრებ მოვლენებს და ციფრს არ ვიტყვი. გვექნება ზრდა, ზრდის ტენდენცია. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ რეზერვების როგორც შევსება ხდება, ასევე რეზერვებიდან კანონზომიერი ხარჯვაც ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ემსახურება საგარეო ვალის მომსახურებას. ჩვენი ამოცანაა მოხერხდეს ისე აკუმულირება, რომ ყოველთვის პოზიტიური და ზრდის ტენდენცია იყოს. ჩვენ ამის საშუალებას ვხედავთ. ასევე ასეთ მახასიათებელსაც ვიტყვი, ძალიან იშვიათია, პრინციპში არც მე და არც ჩვენს კოლეგებს არ გვახსენდება, როდესაც ამ პერიოდში ხდებოდეს ერთდროულად სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაც და კომერციული ბანკების მიერ დოლარის ყიდვა დივიდენდებისათვის. ეს ის პერიოდია, როდესაც დივიდენდებს ყიდულობენ ჩვენი ბანკები. ეს ცალკე დაწოლაა ბაზარზე და ასეთ დროს სებ-ი როგორც წესი ან ჩერდებოდა, ან აქეთ უწევდა მიწოდება დოლარის იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი რყევები. ახლა ერთმანეთს ვასწრებთ. დივიდენდების შეძენაც ისე მოხდა, რომ ბაზარს პრაქტიკულად არ უგვრძვნია და ჩვენც ამ პერიოდში არ გავჩერებულვართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

07.07.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1871 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7180 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა