მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

საქართველო არის მთავარი ალტერნატივა, რადგანაც მოკლე დროში არის შესაძლებელი ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

news image

დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ შუა დერეფნის უპირატესობას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. რუბრიკის მთავარი თემა კი დღეს შუა დერეფანი და ამ დერეფანში საქართველოს როლი იყო. 

„დღეს ვისაუბროთ შუა დერეფანზე და იმ სარგებელზე, რაც შესაძლოა ქვეყანას ჰქონდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის. რაღა თქმა უნდა საუბარი იყო ენერგეტიკაზეც. ეს არის კავშირები, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. 

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ნაწილში გასამმაგდება ტვირთბრუნვა. ტვირთების გასამმაგება ნიშნავს საქართველოსთვის მისაღებ მეტ სარგებელს, ვინაიდან გაიზრდება ვაჭრობა ჩინეთსა და ევროპას შორის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის. რაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. თუმცა ვიდრე საქართველოზე დეტალურად ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ შევხედოთ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობას და თუ რა როლი აქვს ჩინეთს მსოფლიო ვაჭრობის ნაწილში. 
ევროსტატის მონაცემებით მსოფლიო ექსპორტში ჩინეთი პირველ ადგილზეა, ანუ მსოფლიოს ექსპორტის 17,6%-ი მოდის ჩინეთზე. დააკვირდით თუ რამხელა მაჩვენებელზეა საუბარია და პასუხი იმისა თუ რატომ გვჭირდება ჩინეთი, როდესაც ამ მიმართულებით კითხვა ისმის. იმპორტის ნაწილში ჩინეთის წილი შედარებით მცირეა და 12,7%-ს შეადგენს. ევროკავშირი იმპორტის 20,5%-ს ახდენს ჩინეთიდან, ანუ საერთო მოხმარების  20,5%-ს ევროპა იღებს ჩინეთიდან და ის ევროკავშირისთვის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა. როდესაც ჩინეთიდან იმპორტის განხორციელებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს ტვირთების გადაადგილებას, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოზე გადის. 

მაისში ერევანში გამართულ EBRD-ის შეხვედრაზე, EBRD-მა და USAID-მა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს შუა დერეფნის ნაწილში მაქსიმალურ ჩართვას. შუა დერეფნით დაინტერესებულია პირდაპირ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და აშშ. ცხადია შუა დერეფანზე საუბრობს ყველა და ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ მზად  დავხვდეთ ტვირთების გაზრდილი მოცულობის გადაადგილებას.

თუ მანამდე საქართველო თავად ამტკიცებდა, რომ იყო შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მოთამაშე, დღეს ყველა ერთად აშშ, ევროკავშირი ერთხმად ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს ეს  როლი, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც იყო უნდობლობის ფაქტორები საქართველოზე გამავალ ტვირთებზე. აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირების სქემაში თუ ძირითადი ნაწილი მოდიოდა რუსულ ნაწილზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე ეს რუსეთის ნაწილიც გამოირიცხა და საქართველო დარჩა მთავარ ალტერნატივად. კიდევ არის სამხრეთი მიმართულება, მაგრამ ის არის საზღვაო ნაწილი და ის დროის ფაქტორების გათვალისწინებით ფინანსურად მომგებიანი არ არის. სწორედ ამიტომ არის საქართველო მთავარი ალტერნატივა, რადგანაც გაცილებით მოკლე დროში არის შესაძლებელი ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. 

დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ შუა დერეფნის უპირატესობას და ბრიტანეთში გამართული სამიტი ამის ხაზგასმაა, რომ საქართველოს როლი არის განუზომელი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებული საკითხი და ჩვენ სწორედ ამ კაბელით დავუკავშირდებით ევროკავშირის ნაწილს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა