როგორი ენერგოპოლიტიკა აქვს ქვეყანას - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს ენერგოპოლიტიკა იყო. რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა თავის ანალიტიკურ ნაწილში ისაუბრა როგორც ენერგეტიკის სექტორის მთავარ ძირითად მაჩვენებლებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა Business Insider Georgia-ს ეკონომიკურ კალენდარზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი საკითხები წამოიწევს, თუმცა ყველაზე მთავარი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია.
„Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდრის თანახმად მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ველოდებით, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი გამოკვეთილია ეკონომიკური ზრდის შეფასება, რომლის შესახებაც ჩვენ Business Insider Georgia-ს პარასკევის გამოშვებაში ვისაუბრებთ. თუმცა ანამდე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელი ეკონომიკური ზრდის ნაწილში გამორჩეული შედეგებით იყო და არის. ხაზი მინდა გავისვა, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს რამდენჯერმე მოუწიათ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ანალიტიკას, ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე და ენერგო პოლიტკაზე. იმპორტის ნაწილში 99%-ი მოდის რუსეთზე, თუმცა განმარტებულია, რომ ეს არის აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, 2023 წლისთვის 89%-ი მოდის თურქეთზე, 6%-ი აზერბაიჯანზე, ხოლო 5%-ი სომხეთზე. რატომ მინდა გავამახვილო ყურადღება ექსპორტის ნაწილზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ამბიციურ გეგმაზე, რომ 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ უნდა ვყიდულობდეთ ელექტროენერგიას და იქეთ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ექსპორტი გავზარდოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ევროკავშირი და ცხადია ჩვენ ამისთვის შესაბამისი მზადება გაქვს.
ყოველთვის საინტერესოა თუ როგორია ელექტროენერგიის ტარიგები საქართველოში და სხვა ქვეყნებში. თუმცა როდესაც ელექტროენერგიის ტარიფზე ვსაუბრობთ საქართველოზე წინ ერთადერთი აზერბაიჯანია, სადაც საქართველოზე დაბალი ტარიფია დაფიქსირებული. თუმცა თუ შევხედავთ დანარჩენ ქვეყნებს, როგორც რეგიონის ისე ევროკავშირის ქვეყნებს. ელექტროენერგიაზე გაცილებით მაღალი ტარიფია დაფიქსირებული. ეს რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანობაზეც მეტყველებს, თუმცა იმ ენერგოპოლიტიკაზეც, რაც საქართველოს გააჩნია. და ცხადია შესაძლებელია, რომ ამ კუთხით მაჩვენებლები კიდევ უფრო იქნეს გაუმჯობესებული.
თუ დავაკვირდებით ბუნებრივი აირის ტარიფსაც, ამ მიმართულებითაც კვლავ აზერბაიჯანია ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე დაბალი ტარიფი აქვს დაფიქსირებული.
წყლის ტარიფთან მიმართებაში გეტყვით, რომ თუ ქვეყნების დედაქალაქების ჭრილში შევხედავთ სტატისტიკას, სახეზეა, რომ ყველაზე დაბალი ტარიფი არის თბილისში, ხოლო შემდეგ მოდიან ერევანი და ბაქო.
მომხმარებლების უფლებების ნაწილში გეტყვით, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მომხმარებლებს ჩამოეწერათ 49 006,61 ლარი. ანუ მომხმარებლის ობიექტურ აქტიურობას სემეკი ყოველთვის უპასუხებს. მთელი რიგი დაბალი ტარიფების მიუხედავად არის საკითხები, რომელიც მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07 , 2025
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.