რა ფაქტორები ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდურ ზრდაზე, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკის ზრდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა..
„ეკონომიკური ზრდა ითარგმნება გაზრდილ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის ხარჯებიც ემსახურება მოსახლეობას, მათ შორის პირდაპირ გავლენას ახდენს პენსიების ზრდაზე, ვინაიდან პროცენტული მაჩვენებელი არის პირდაპირ კანონით გათვალისწინებული.
მოდით, ბიუჯეტის ზრდამდე შევხედოთ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს, რა ვითარება გვაქვს: 20212 წლის 8 თვის მაჩვენებელი 10% -ია, ხოლო აგვისტოში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მოხდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გადახედვა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობასაც 8%-ზე ზემოთ მოუწია ეკონომიკური ზრდის დაკორექტირდება. თავიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამაც უფრო კონსერვატორულად დაგეგმეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა ვითარებამ აჩვენა, რომ საჭირო იყო ამ მაჩვენებლის გადახედვა.
სწორედ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ბიუჯეტი და შესაბამისად, მეტი თანხა გვქონდეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის და რა თქმა უნდა ამან გავლენა უნდა მოახდინოს ხელფასებზე.
რა იწვევს ბიუჯეტის ზრდას? საიდან მოდის თანხა?
ამისთვის გადავხედოთ ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს. ეს ხდება ბიზნეს-სექტორიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში აქტიური ბიზნეს-სექტორი. თუ ამ მოაცემინებს შევხედავთ, აქტიური ზრდაა დაფიქსირებული როგორც ბრუნვის ნაწილში, ისე პროდუქციის გამოშვების ნაწილში. თუმცა, ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორია მცირე და საშუალო ბიზნესის როლი?
2012 წელს საქართველოში იყო ვითარება,როდესაც მსხვილ ბიზნესს ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის 80%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20% იყო. ახლა კი საწარმოთა ზომის მიხედვით ასეთი ვითარებაა: მსხვილი ბიზნესის წილია 46,1%; მცირე ბიზნესი 29,3%, საშუალო ბიზნესი 24,6%. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალია ეკონომიკა და მცირე და საშუალო საწარმოებს აქვთ უფრო მეტი აქტიურობის საშუალება. მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკაში ამ დოზით მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპულ სტანდარტთან და კონკურენციის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი არეალი აქვს.
ბოლო მაჩვენებლებით, შემცირებულია უმუშევრობის რაოდენობა და ფიქსირდება ხელფასების ზრდა. საწარმოების ზომების მიხედვით ხელფასების მაჩვენებელი ყველაზე მზარდი საშუალო ბიზნესშია. ასვე საინტერესოა,როგორ ხდება ბიზნესის მიერ შექმნილი პროდუქციის გადანაწილება. ბოლო მონაცემებით, რეალური ექსპორტის ზრდა არის საკმაოდ სოლიდური და მცირე და საშუალო ბიზნესი მონაწილეობს ექსპორტის მაჩვენებლებში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ექსპორტი უზრუნველყოფს სავალუტო შემოსავლების ზრდას“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვლმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07 , 2025
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.