მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში უფრო მეტი ტურისტი შემოვა - ლევან მოსეშვილი

news image

ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ ის სიხშირეები, რაც დღეს გვაქვს ზაფხულის სეზონზე გაიზრდება, - აცხადებს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი. მისი თქმით, ამ დროისათვის კვირაში სიხშირეების რაოდენობა, საშუალოდ, 551 ფრენას შეადგენს და  ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში არსებული ფრენების პროგრამა 116 ფრენით გაიზრდება. 

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს დავიწყეთ კარგი პოზიტიური ინფორმაციით. საქართველოს ბაზარზე 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა და ახალი მიმართულებები დაგვემატა. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სიხშირეებიც გაიზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  Air Astana-ს ახალი მიმართულება, ატირაუ დაგვემატა. Air Astana უკვე 2 ქალაქს ფარავს. ატირაუ სრულად ახალი მიმართულებაა. რეისი ჩამოფრინდა საკმაოდ დატვირთული. ძალიან მოთხოვნადი არის ტურისტებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულებები. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ზაფხულში კიდევ გაზრდიან არსებული ავიაკომპანიები სიხშირეებს. ახლა კვირაში რაც გვაქვს ჯამურად, რომ ავიღოთ 551 ფრენაა კვირაში და მოლოდინიც გვაქვს და უკვე თითქმის დადასტურებული გვაქვს, რომ 116 ფრენით კიდევ გაიზრდება ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უფრო მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში, უფრო მეტი დაინტერესება არის. ჩვენ ჩვენი მხრივ ახალ სერვისებს ვთავაზობთ მგზავრებს, ტურისტებს. ხელს ვუწყობთ ტურიზმის განვითარებას და მაქსიმალურად ისეთ გარემოს ვუქნით მომხმარებელს, რომ სურვილი გაუჩნდეთ საქართველო კიდევ ერთხელ მოინახულონ“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა ეტაპზეა სებ-ის სათაო ოფისის მშენებლობის პროექტი - ნათია თურნავას პასუხი

30.05.2025.17:25

5 წელიწადში სებ-ს ახალი სათაო ოფისი უნდა ჰქონდეს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, შეძენილ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა და როდესაც ის დასრულდება დაიწყება მისი პროექტირების ეტაპი.

„დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მთავრობისგან შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. ამ წუთში მიმდინარეობს ექსპერტიზა იქ არსებული შენობა-ნაგებობის, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა მერე ჩვენ გადავალთ უკვე პროექტირების ეტაპზე. პრივატიზაციის პროცესში ჩვენ 5 წლიანი ვადით გვაქვს საინვესტიციო პირობით აღებული და ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით ამ ვადაში“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა