მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

ვმუშაობთ, რათა საფინანსო სექტორის გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული - ნათია თურნავა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტივობების სისტემური გაანალიზება და საკუთარი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიება როგორც არსებული სტანდარტებისა და განხორციელებული რეფორმების შეფასებას, ისე სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას ემსახურება, რაც მათ შორის, ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის როლსა და ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

„ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ, რათა საფინანსო სექტორის გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება 2025 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე გაამახვილა. მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გარკვეული მოთხოვნები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზეც გავრცელდა, რის საფუძველზეც ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ და დაამუშაონ მომხმარებელთა პრეტენზიები და დადგენილ ვადებში უპასუხონ მათ. ამასთან, აღნიშნული პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად ეგზავნება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მათ სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე სწავლობს.

ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოქმედ დავების განმხილველ კომისიაზეც ისაუბრა, რომელიც საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებელთა დავებს განიხილავს. მისი თქმით, კომისიის საქმიანობის ორი წლის განმავლობაში მას 162-მა მომხმარებელმა მიმართა, საიდანაც 113 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა. პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის უკვე ანაზღაურებულმა თანხამ  400 000 ლარს გადააჭარბა.

„კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაიცვას თავისი უფლება იმ შემთხვევებში, როდესაც მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა არაავტორიზებულ ოპერაციას, არასწორად შესრულებულ ტრანზაქციას ან სხვა ტიპის დარღვევას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მექანიზმი საკუთარი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა მხოლოდ რეგულაციებით არ შემოიფარგლება და დიდწილად საზოგადოების ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების პროგრამებს აქტიურად ახორციელებს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ ასრულებს, რომელიც მოქალაქეებს ფინანსურ საკითხებზე მარტივ, ობიექტურ და არაკომერციულ ინფორმაციას აწვდის.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა, ამავე დეპარტამენტის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნათია ჭყონიამ.

9-16 მარტს თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით - დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ | სულხან ზუმბურიძე

09.03.2026.21:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო. ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება", - აცხადებს სულხან ზუმბურიძე, „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა