მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან - გიორგი აბაშიშვილი ენერგეტიკის სექტორზე

news image

ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან, - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანი  ენერგოსექტორის გაძლიერებაა.

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემგახსნა. დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

 

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა ერთი მილიარდი ლარის უპრეცედენტო პატიება, ჩამოწერა იმ დაგროვებული ვალდებულებებისა და პირგასამტეხლოს ენერგოსექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ეს იყო უმაღლესი დონის პირველი დიალოგი, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, სემეკის თავმჯდომარესთან და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარესთან ერთად, ბიზნესსექტორს ძალიან დეტალურად გააცნო ჯამური ხედვა შემდგომი წლების ენერგეტიკული პოლიტიკისა და იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც სექტორში უნდა განხორციელდეს.

დისკუსიაზე ასევე მთავარი სპიკერი ბიზნესსექტორის მხრიდან იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელმაც ასევე მიმოიხილა სექტორი - რა, სად და როგორი გამოწვევებია ინვესტიციებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.

ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან და ვხედავთ ძალიან კოორდინირებულ მუშაობას იმისათვის, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი - ენერგოსექტორი გაძლიერდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ერთის მხრივ, თვითკმარობა, მეორეს მხრივ კი ენერგოდამოუკიდებლობა და, რაც კიდევ უფრო მთავარია, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. აქ ხედვა საერთოა“, - განმარტა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი

16.01.2026.17:20

„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა