მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით - ლაშა ხუციშვილი

news image

ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის შედეგებით, სანქციებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ყველა ბრალდებას გაეცა შესაბამისი პასუხი.

„დასრულდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორების ვიზიტი საქართველოში. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე საქართველოსთვის. ცხადად იქნა შეჯერებული პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლებელია იყოს აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავება პოზიციებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე, მიღებულ შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ძალიან ბევრი განცხადება, იმ ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ხშირად ვრცელდებოდა პრესაში და სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. ყველა ამ ბრალდებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეცა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის" პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი - მარიამ ქვრივიშვილი:

18.11.2025.10:05

„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის" პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო,  შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა,  ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის  ტერიტორიას, რომლებიც  მრავალი  წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე -  ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს. 
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის" მფლობელია. 
 
„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე - ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს ვემუშავებით, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი" - აღნიშნა მინისტრმა. 
 
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელწიფოს როლია, რომ სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით  ინვესტორთან ისაუბროს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა