ვისაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი, შევუზღუდავთ წვდომას ჩვენს სერვისებზე ორივე მიმართულებით - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი სერვისები და ინსტრუმენტები მეწარმე ფიზიკურ პირებს საგადასახადო პროცედურების მარტივად შესრულებაში დაეხმარება. უწყების მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის განცხადებით, ახალდარეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს სპეციალური მოდულის საშუალებით ავტომატურად ეცნობებათ თავიანთი ვალდებულებები და უფლებები, ხოლო საგადასახადო ოპერატორები მათ საჭიროების შემთხვევაში დეტალურად ართმევენ პროცესებს. უწყება ასევე გეგმავს ბიზნეს-პროცესებისა და სერვისების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას, რათა დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა და საბაჟო ოპერაციები უფრო მარტივი გახდეს, ხოლო საგადასახადო სანქციების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„რა თქმა უნდა 2026 წელსაც ბევრი სიახლეებით შევხვდით, მათ შორის ახლად დარეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ჩვენ შევქმენით სპეციალური მოდული გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებისთანავე იღებენ ჩვენგან შეტყობინებას, ინფორმაციას მათ ვალდებულებებზე და უფლებებზე საგადასახადო ანგარიშგების თვალსაზრისით. ასევე იღებენ შეთავაზებას, რომ თუ მოითხოვენ მათ დაუკავშირდებათ ოპერატორი, საგადასახადო ოპერატორი, რომელიც დეტალურად აუხსნის მათ მოახლოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ჩვენი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, სერვისების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაციის მიმართულებით აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ მიმართულებით, რათა უფრო მეტად გავუმარტივოთ ბიზნეს ჩვენთან ურთიერთობა საგადასახადო სერვისებით თუ საბაჟო სერვისებით სარგებლობა. რაც შეეხება სავადო თარიღებს - სავადო თარიღები ეს არის როგორც მოგეხსენებათ წლიური სავადო თარიღი - ახლებისათვის ეს არის მითითება-სწავლება, ხოლო ძველებისათვის შეხსენება. ჩვენ ტრადიციულად ვეწევით ფართო კამპანიას რათა გადასახადის გადამხდელებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია მოახლოებულ სავადოებთან დაკავშირებით როგორც პირად პორტალზე, ასევე SMS შეტყობინებების გზით.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, ჩვენ გვინდა რომ დროულად წარმოგვიდგინონ დეკლარაციები, სწორად შეავსონ მონაცემები, რათა შემდგომში აიცილონ საგადასახადო სანქციები, რომლებიც შესაძლებელია მოჰყვეს დეკლარაციის ან დაგვიანებით წარდგენას ან გადასახადის დაგვიანებით გადახდას.
ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებულები იმაზე რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა, რაც მიუთითებს იმაზე რომ ამ ღონისძიებას, ამ კამპანიას აქვს ეფექტი ნამდვილად“, - აღნიშნა ლევან დგებუაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო
01.04.2026.14:04
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
დელეგაციის წევრები „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მუშაობასა და საოპერაციო საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. თამარ იოსელიანი და ნოკერგული ატაგულიევი ასევე იმყოფებოდნენ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომლის ოპერატორი Pace Group-ია.
დელეგაცია სხვადასხვა ტერმინალის ინფრასტრუქტურას, არსებულ შესაძლებლობებსა და სიმძლავრეებს გაეცნო.
ფოთის შემდეგ სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც დაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს. თამარ იოსელიანმა დელეგაციის წევრებს პროექტის დეტალები და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.
თურქმენული მხარე დაინტერესებულია საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით.
„თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას გავაცანით საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები. დავათვალიერეთ ფოთის არსებული და ახალი საზღვაო ნავსადგურები, ასევე ვეწვიეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო-სამობილიზაციო მოედანს, სადაც სტუმრებს ჩვენი სამომავლო გეგმები გავუზიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფანში მიმდინარე პროცესები. ამ კონტექსტში, შუა აზია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და სატრანზიტო მიმართულებას, რომლის აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს დერეფნის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, რათა ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდოს და აღნიშნულ ნაკადებს ეფექტურად და სწრაფად მოვემსახუროთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თურქმენეთის დელეგაციას ანაკლიასა და ფოთში მინისტრის მოადგილესთან ერთად უმასპინძლეს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ და სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. ანაკლიასა და ფოთში ასევე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.