ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ - შოთა ბერეკაშვილი
არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია მოხდეს შესაბამისი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება, რათა ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია.
„აქვე მნიშვნელოვანია ბიზნეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რადგან ჯანსაღი ბიზნეს კონკურენცია გამოიწვევს ამას. თუ კონკურენცია არ გვექნება და ჩაკეტილი სისტემა იქნება ამ შემთხვევაში, უფრო ცდუნება იქნება მონოპოლისტური აზროვნების, მაგრამ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს და ბიზნესებმა იმოქმედონ ჯანსაღად, სწორედ ეს არის გამოწვევა და კომისიის მიზანი. მე მჯერა, რომ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს სწორად შევიმუშავებთ და კონკურენციას გავაჯანსაღებთ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ეფექტს, რაც მე ვთქვი და არა პირიქით, რომ ერთეულებმა ისარგებლონ,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
25.02.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6740 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6742 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1521 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.