მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ვის შეხვდა ნათია თურნავა ბოლო ვიზიტების ფარგლებში - დეტალები

news image

ვიზიტები და ზოგადად საერთაშორისო კავშირები ჩვენთვის, ცენტრალური ბანკირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც ის მნიშვნელოვანი ვიზიტები შეაჯამა, სადაც სებ-ის პრეზიდენტი თავად იყო წარმოდგენილი. 

„განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც გლობალური გაურკვევლობა, გამოწვევები მატულობს და ბევრი ცენტრალური ბანკი საერთო გამოწვევების წინაშე დადგას და ყოველთვის სასარგებლოა, როდესაც ჩემს კოლეგებს ვხვდები. განსაკუთრებით წამყვანი ეკონომიკების წარმომადგენლებს და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებებს. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ გარკვეული მიმართულებებით ვუსწრებთ კიდეც. ანუ ჩვენთან რაც ინერგება და ახალია, მერე ვხედავთ, რომ სხვაგანაც ინერგება და იგივე დასკვნამდე მიდიან, თუ როგორ გააძლიერონ ფინანსური სექტორი და როგორ დახვდნენ სხვადასხვა გამოწვევას. აქედან გამომდინარე, თუ აქამდე ჩვენთვის იყო საინტერესო მათი გამოცდილების მოსმენა, ახლა არანაკლებ საინტერესოა მათთვის ჩვენი გამოცდილების მოსმენა და ამითაა გამოწვეული პანელებზე, კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

მისი განმარტებით, მას მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, კრისტინ ლაგარდთან და მას მადლობაც კი გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სებ-ს ევროპის ცენტრალურ ბანკის მხრიდან აქვს. 

„ძალიან ვამაყობ იმითაც, რომ ეროვნულ ბანკის თანამშრომლები უფრო ხშირად არიან მიწვეულები, რომ ტრენინგები ჩაატარონ და არა მხოლოდ ტრენინგს დაესწრონ სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ჩემს უკანასკნელ ვიზიტებს 2 მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, 2 მნიშვნელოვანი პლატფორმა გამვიყენე ორმხრივი შეხვედრებისთვის. პირველი ეს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის წლიური შეხვედრა იყო, ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, ყოველწლიურად ტარდება, რომელზედაც მთელი მსოფლიოს ბანკირები იკრიბებიან. თავისთავად საინტერესოა იქ მოწვეული სპიკერების მოსმენა, რადგან საერთო გამოწვევებზე საუბრობენ. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც ამ პლატფორმას ჩვენ ვიყენებთ დაგეგმილი, თუ დაუგეგმავი შეხვედრებისთვის. ამ შემთხვევაშიც მე მომეცა შესაძლებლობა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან კრისტინ ლაგარდთან ერთად მოკლეხნიანი საუბარი მქონოდა, მაგრამ ვისარგებლე ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადე სებ-ის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ევროპის ცენტრალურ ბანკი გვიწევს“, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.

ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, სებ-ის უფრო ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 

„მანამდე ეს ფორმატი არ იყო ასეთი სისტემატური, მაგრამ რაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეს თანამშრომლობა დაიწყო და იქ არსებობს ასეთი ფორმატი, რომ დაეხმარონ კანდიდატი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს. სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარება არის და აქტიურად მიმდინარეობს დეპარტამენტების დონეზე. მუდმივ რეჟიმშია და მე მომეცა საშუალება, რომ ამისთვის მადლობა გადამეხადა. გავცვალეთ ინფორმაცია, მოვუყევი საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკური ვითარების შესახებ, ჩვენი ფინანსური სტაბილურობის შესახებ. გარდა ამისა მომეცა საშუალება მოკლეხნიანი საუბრის ჩემს კოლეგასთან, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტთან. ის ახლა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იმყოფება, რადგანაც დისკუსია მიმდინარეობს აშშ-ში აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საინტერესო იყო მისგან ამის მოსმენა. ასევე მოკლევადიანი აზრთა გაცვლა-გამოცლა მქონდა ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან. სხვათა შორის საინტერესოა, რომ ინგლისის ცენტრალურ ბანკში, მას შემდეგ რაც ჩვენთან დაინერგა ეს მიდგომა ახლა დანერგეს პროგნოზირებასთან მიმართებაში სიახლეები. თუ კი აქამდე ჩვენ ორ სცენარს ვაქვეყნებდით, რაც მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრისთვის, ეს იყო ცენტრალური სცენარი და ალტერნატიული სცენარი - უკვე გადავედით სამი სცენარის გამოქვეყნებაზე, რადგანაც გაურკვევლობა მატულობს და გზამკვლევი უნდა ჰქონდეს  ბიზნესს. იგივე გააკეთა ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან გადაიღო, მაგრამ დამოუკიდებლად იგივე დასკვნამდე მივიდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა ასევე ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან. 

„ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან იყო დაგეგმილი შეხვედრა, ხანმოკლე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შვეიცარიაში. ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ ჩინეთში გვქონდა ძალიან კარგი ვიზიტი, სადაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ჩემსა და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს. და ამ შეხვედრაზე მომეცა საშუალება, რომ გაგვეცვალა ინფორმაცია ამა თუ იმ მიმართულებით რა პროგრესი გაქვს, ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან იმისათვს, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი. ეს რაც შეეხება შვეიცარიის ვიზიტს და ამას შემდეგ გადაება ლუქსემბურგში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩვენი ჯგუფი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შეხვედრა და კონფერენცია, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც სპიკერი. იქ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე და არამხოლოდ ამ მომენტში რა გამოწვევებიც არის, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკასთან, დაძაბულობასთან, სავაჭრო ტარიფებთან და პროცესებთან, არამედ მუდმივი პრობლემები: დიგიტალიზაციას როგორ დავხვდეთ, ხელოვნურ ინტელექტის როლი რა იქნება საფინანსო-საბანკო სისტემაში, საგადახდო სისტემები როგორ განვავითაროთ, იგივე მდგრადი დაფინანსება, რაზედაც მე ვიყავი სპიკერი.მართლაც გაქვს გასაზიარებელი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ეს მწვანე და მდგრადი დაფინანსება ეს არ არის ტრენდული მიმართულება, არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი, რადგანაც ჩვენი განახლებადი ენერგიები და ეს პროექტები ისეთი პროექტებია, რომელსაც ბანკები აფინანსებენ, ინვესტორები თანხებს დებენ და ჩვენი გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა“, - აღნიშნა თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

07.07.2025.19:15

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.

2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა