მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - ლაშა ქავთარაძე

news image

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, - ამის შესახებ განცხადება  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძემ გააკეთა. ქავთარაძემ ის რისკებსა და გამოწვევებზეც ისაურა, რაც ქვეყანას და ზოგადად გლობალურად აწუხებს და ამ გაურკვევლობის ფონზე რეფინანსირების შემცირების რეკომენდაცია არ აქვს. 

„ერთი რასაც შეგვიძლია შევხედოთ მოთხოვნის მხრიდან, ჩვენ ვხედავთ რომ გარკვეული გადმოცემა გამოვლინებული არის ფასების დონეზე. იმიტომ, რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაცია არის დომინანტური დღევანდელი ინფლაციაში. ამასთან ერთად არსებობს გაურკვევლობა მსოფლიოში, თუნდაც სატარიფო პოლიტიკა რაცა ამერიკამ დაიწყო, ასევე ახლო აღმოსავლეთში, კი არის შეთანხმება მიღწეული, მაგრამ არავინ არ იცის ეს შეთანხმება რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული. არსებობს გარკვეული რისკები და აი ამ რისკების ფონზე, მაგალითად სატარიფო პოლიტიკას თუ შევხედავთ მსოფლიოში უკვე ინფლაციამ შემობრუნება დაიწყო. ამერიკაში მაგალითად ინფლაცია უკვე წინა თვეში ზრდის მიმართულებით დაფიქსირდა, ასევე დიდ ბრიტანეთში ზრდის მიმართულებით, ანუ შემობრუნდა. ასევე შემობრუნების ტრენდი შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში და ჩვენთანაც წლის დასაწყისში უფრო დაბალი იყო, ახლა 4% არის და 4%-ზე უფრო მაღალს ველოდებით მომდევნო თვეებში, დაახლოებით 4,5-ის ფარგლებში.  ეს ფაქტობრივად არის სიგნალი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით სიფრთხილე გამოიჩინოს და იჩენს კიდეც და არ არის საჩქარო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იყოს შემცირებული. იმიტომ, რომ თუ რისკების, ის რისკები რაზეც ვისაუბრე,  ამის რეალიზაცია მოხდება მერე უფრო ძნელი იქნება ინფლაციის მოთოკვა. ამიტომ გონივრული ნაბიჯებით, ქვეყანაშიც მოთხოვნა იმაზე მაღალი არის, ვიდრე პოტენციური ზრდის ტემპი ფიქსირდება“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე განმარტებით, სავალუტო შემოდინებების  დიდი ნაწილი მოხმარებაში მიდის.

„ყველა ის ნაკადი რაც არის, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, ექსპორტი, მერე ექსპორტიორების შემოსავლები. მოხმარება ფინანსდება. ამასთან ერთად  ჩვენ ვხედავთ რომ 2021 წლიდან მოყოლებული ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნა არის გარკვეულწილად, ესეც პოზიტიურად მოქმედებს ამ მოხმარებაზე. შესაბამისად, როდესაც მოხმარება უფრო მაღალია ვიდრე ქვეყანაში მაგალითად საქონელი და მომსახურების წარმოება ხდება მოკლევადიან პერიოდში, თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ მიმდინარედ უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური აქტივობა, ვიდრე ეს შეიძლება გრძელვადიანად იყოს შენარჩუნებული. ზოგადად, როდესაც ვაფასებთ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა რამდენი იქნება, ეს არის განმსაზღვრელი საორიენტაციო, რომ ამ ნიშნულზე ჩვენ შეიძლება ერთ წელში, ორ წელში ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ  5 წელში და 10 წელში ჩვენ მაინც იქეთკენ წავალთ. ეს მარტო ჩვენ კი არა ზოგადად ესეთი მოცემულობა გვაქვს, ყველა ქვეყანა უბრუნდება თავის პოტენციურ დონეს, ან ახლოს იმყოფება ამ პოტენციურ დონესთან. ჩვენ პანდემიამდე გვქონდა პოტენციური დონზე 4.5-5%. ახლა ჩვენი შეფასება არის 5.5-6 %-ის ფარგლებში. ანუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ამ დიაპაზონში ველოდებით ზრდის ტემპის დაბალანსებას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შეიძლება აქეთკენ წავიდეს. შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომ უფრო მაღალი შემოდინებები დაფიქსირდეს“, - განმარტავს ქავთარაძე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

17.07.2025.19:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელების კუთხით სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობენ. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ეკონომიკური კუთხით გატარებული რეფორმების თუ მსხვილი, საკვანძო პროექტების განხორციელების პროცესს. მათ შორის მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა; საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობა; შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა; სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სხვა. 

„ჩვენ მსოფლიო ბანკთან წარმატებით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია, რის შედეგადაც მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და არაერთ პროექტი განვახორციელეთ, ან ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მათ შორის მინდა, გამოვყო  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია (2023-2030) და მისი 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში მომზადდა და სატრანსპორტო სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით - იქნება ეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები თუ ლოგისტიკური დერეფნის გაციფრულების პროცესში გაწეული დახმარება. დღეს ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების გარშემო ვიმსჯელეთ, დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე მსხვილი, სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ - მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვებს. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გურამ გურამიშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა