ვფიქრობ, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება - ლევან დავითაშვილი აშშ-სა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე
ვფიქრობ, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება, - ასე უპასუხა Business Insider Georgia-ს კითხვას ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-სა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
მინისტრმა თქვა, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე საკმაოდ მჭიდრო განხილვები შედგა.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკასთან თანხვედრას, საქართველოს ინტერესები რომ განავითაროს საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით საქართველოს როლი, როგორც რეგიონული ცენტრის, სავაჭრო, სატრანსპორტო მომსახურების კუთხით გაიზარდოს, პირდაპირ ეხმიანება აშშ-ს გლობალურ ინტერესებს და ვფიქრობ, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება. ამაზე გვქონდა ჩვენ ძალიან დეტალური განხილვები ჩვენ ვაჭრობის სამინისტროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაც ახალი ფორმალური შეთანხმებაც გაკეთდეს, სადაც უფრო მეტად დაკონკრეტდება თანამშრომლობის მიმართულებები. შეიძლება, შემდგომში უკვე ინტენსიური მუშაობის შედეგად, კონკრეტული სამოქმედო გეგმებიც დავსახოთ, კონკრეტული მიმართულებების განვითარების მიმართულებით. ასე, რომ აქ სრული თანხვედრაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.19:00
ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.