მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება 2026 წლის აპრილში მოახდენს $500 მილიონი ევრობონდის რეფინანსირებას - სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

news image
mbc image

“ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება 2026 წლის აპრილში მოახდენს 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდის რეფინანსირებას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ თარგეთად უნდა უნდა მიიჩნიოს მშპ-ის 2.3 - 2.5 პროცენტის ფარგლებში ფისკალური დეფიციტი მომავალ წლებში, რაც უზრუნველყოფს ვალის წილის შენარჩუნებას მშპ-თან მიმდინარე დონესთან ახლოს. დამატებით, არსებობს შესაძლებლობა მეტი შემოსავლის მობილიზაციის, გადასახადების ბაზის გაფართოებისა და გადასახადების ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, რაც, საჯარო ინვესტიციების მართვისა და ხარჯების ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების პარალელურად დაეხმარება ინფრასტრუქტურასა და განათლებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაფინანსებას“, - აღნიშნა ენდრიუ ჯუველმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პროფესიული განათლების დაფინანსება ადამიანებსა და ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა - ვაკო თურნავა

27.11.2026.09:57

პროფესიული განათლების დაფინანსება ადამიანებსა და ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ყველაფერი პროცესია, როგორც ხედავთ, და ეს არის ისეთი პროცესი, სადაც ჩვენი მთავრობა ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება იმ სტრატეგიას, რაც გაცხადებული გვაქვს IT სექტორში.

ჩვენ საქართველოში გვყავს საერთაშორისო IT კომპანიები. რატომ შემოვიდნენ? იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს საქართველოში მუშაობენ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებიც თითქმის მხოლოდ 5%-ით იბეგრებიან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მიმზიდველი. ძალიან ბევრი IT კომპანია ამის გამო ჩამოვიდა.

ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი იყო სამწლიანი ცხოვრების უფლება, რაც კიდევ უფრო აძლევს საშუალებას უცხოელებს, უცხოელ სპეციალისტებს, საქართველოში ჩამოვიდნენ, აქედან იმუშაონ და სპილოვერის ეფექტი მისცენ ჩვენს მოქალაქეებს, ანუ ასწავლონ ჩვენს მოქალაქეებს.

ასევე ბევრი ინიციატივაა იმისთვის, რომ განათლებაში ძალიან ბევრი თანხა იდება, რასაც თუნდაც ეს კოლეჯები განაპირობებს. სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ყველა კოლეჯში, არამარტო Skillwill-ში. ყველა კოლეჯში, სადაც ადამიანი მოისურვებს, მოქალაქე მოისურვებს, რომ ისწავლოს, სახელმწიფო გვერდში უდგას და აფინანსებს ამას. ეს არის ინვესტიცია ადამიანებში, ინვესტიცია ჩვენს მომავალში. ამიტომ ეს აუცილებლად გაგრძელდება.

ჩემთვის შედეგი არის ის, რომ ადამიანს, როდესაც შეეძლება საკუთარ ქალაქში ისწავლოს პროფესია და შემდეგ იქიდან იმუშაოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში, უკვე ეს პროცესი მიდის და ეს არის სწორი მიმართულება. ასე დავინახავთ, სწორად მივდივართ თუ არა.

მე, როდესაც ვხედავ, რომ ერთ-ერთ კომპანიას, მაგალითად, 4 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, მეორე კომპანიას 1 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის ამ პროფესიას, კიდევ უფრო მეტი დასაქმდება, ვინაიდან მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა და არა მარტო საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ცხოვრობ, კარგი ინტერნეტი თუ გაქვს, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო. ამიტომ ჩვენ, ქართველები და არამარტო ქართველები, საქართველოდან ვეჯიბრებით სხვა ქვეყნებს“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა