მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა. 

ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სამი მასტერკლასი, რომლებსაც გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი და პოლონური კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდნენ.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი დაესწრო. დეგუსტაციაზე „Georgian Grand Tasting“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მხარდაჭერისთვის. პოლონეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, ეს საკმაოდ დიდი ბაზარია და ასევე არის შესაძლებლობა, რომ პოლონეთიდან მოხდეს ქართული ღვინის გატანა ევროპის უფრო ფართო ბაზარზე. საქართველოს საელჩოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა. ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ღვინოს და ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და საქართველოს საელჩო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს ნებისმიერ ქართველ მწარმოებელს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი წარადგინოს და გააცნოს საქართველო პოლონელ მომხმარებელს“, - განაცხადა ელჩმა.

ვარშავაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ანანო შეყლაშვილი. 

„პოლონეთის დედაქალაქი წელს უკვე მეორედ მასპინძლობს ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას. ქართველი მწარმოებლებისთვის ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, შეხვდნენ პოლონელ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზარზე", -აღნიშნა ანანო შეყლაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულს ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2023 წელთან შედარებით, 12%-ს მიაღწია.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დავით უტიაშვილი გიორგი ხიშტოვანს: საკრედიტო ტენდენციების შეფასებისას „ნაკადების“ დინამიკაზე დაყრდნობა ხშირად შეცდომაში შემყვანია

06.06.2025.16:13

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, ეკონომისტ გოგა ხიშტოვანს ფეისბუქ პოსტზე უპასუხა, სადაც ხიშტოვანი ეკონომიკის დაკრედიტების გამოთვლის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. დავით უტიაშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

 

სალამი გოგა. ჩვენთვის მნიშნველოვან საკითხს ეხება პოსტი და აქვე გიპასუხებთ, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მისცეს.

 

საკრედიტო ტენდენციების შეფასებისასნაკადებისდინამიკაზე დაყრდნობა ხშირად შეცდომაში შემყვანია. კერძოდ, ახალი გაცემული სესხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული ვალის რეფინანსირებაა და მისი გამორიცხვის გარეშე არასწორ სურათს გვაძლევს როგორ დაკრედიტდა რეალური ეკონომიკა.

 

ამიტომ, მიღებულია უშუალოდ პორტფელის ნაშთის ზრდაზე დაკვირვება. ამ კუთხით, აპრილის მდგომარეობით, სესხების წლიური ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი სურათია უშუალოდ 2025 წლის პირველი 4 თვის ზრდის ტემპის გაწლიურებისას.

 

ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებული 18%, თუმცა ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად, სესხების ზრდის ტემპის ასეთი ნორმალიზაცია მოსალოდნელია. ამასთან, სესხების შეფარდებით მშპ-სთან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ასეთ პირობებში, დამატებით კიდევ წლიური 15.5% ზრდა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი მაჩვენებელი. სწორედ ამის ხაზგასმაა ჩვენს რელიზებსა და საჯარო კომუნიკაციაში“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა