ვხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ დაზღვევაც, სამედიცინო დაწესებულებაც, აფთიაქიც - ვაკო თურნავა
როგორია სადაზღვევო სექტორში კონკურენციის პირობები, - ეს იყო ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე დეპუტატ ვაკო თურნავას კითხვის მთავარი არსი. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.
ვაკო თურნავა: რას ფიქრობთ იმ თემასთან დაკავშირებით, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ დაზღვევაც, სამედიცინო დაწესებულებაც, აფთიაქიც - ამაში პრობლემას ხომ ვერ ხედავთ და ამავდროულად როგორ აფასებთ კონკურენციის ნაწილში.
დევი ხეჩინაშვილი: მე მინდა მადლობა გითხრათ ამ კითხვისთვის, რადგანაც გამართლებული კითხვაა. ასეთი დისკომფორტი რა საკვირველია შესაძლებელია არსებობდეს, არსებობს საზოგადოებაში. იმიტომ, რომ ეს ჰორიზონტალური ინტეგრაცია მართლაც საკმაოდ მაღალია. ამის შეფასება ყოველთვის ხდება არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი. ეს არ არის იოლი ჩვენთვის. რეალურად არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და თუ არის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი უნდა იყოს მოძიებული. ეს არის რაც ხდება რეალურად დღეს საქართველოში. ეს ახალი თემაა ჩვენთვის, ყველასთვის. ამიტომ ეს უნდა ვისწავლოთ, უნდა ვუყუროთ ინტერესთა კონფლიქტს და უნდა აღმოვფხვრათ. ზოგადი თემები, რომელიც ზღუდავს ჰორიზონტალურ ინტეგრაციას, რომელიც აპრიორი ამბობს, რომ მე ვიცი რომ ინტერესთა კონფლიქტი იქნება და ამიტომ ამას საერთოდ არ დავუშვებ. ესეც არსებობს რა საკვირველია. ეს არის ყოველდღიური სამუშაო თემა. ჩვენ აქტიური სამსახური გვყავს, ფუნქციები მიენიჭა ასევე ჩვენს ზედამხედველობის სამსახურს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყოველთვის, რომ სადაზღვევო ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრია ქვეყანაში. ამიტომ იგივე ჯანდაცვაშიც ბევრად უფრო კომფორტულია ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებთან, რადგანაც ყველაფერს ხედავ და თუ თვლი, რომ რაიმე გაკლია ერთი თვის განმავლობაში ახალ ჩაემატება რეპორტინგის ნაწილს და ყველაფერს დაინახავ. ბევრად უფრო რთულია ისეთ ინდუსტრიებთან , სადაც ეს არ არის. ასე, რომ უნდა გვესმოდეს, ინტერესთა კონფლიქტს ვუყუროთ, სადაც კი ეჭვები გაჩნდება უნდა მოხდეს მისი მოკვლევა. ამის უნარი უკვე აქვს ჩვენს საზედამხედველო ორგანიზაციას. ამის მაგალითებიც არსებობს უკვე. ინტერესთა კონფლიქტი არის ის, რაც აზიანებს მომხმარებელს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.21:00