მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით, ინვესტორების მოზიდვის მიზნით - ნინო ენუქიძე

news image

2025 წლის ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულდა. შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის მობილიზება მოხდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის პროცესის ასეთი წარმატებული მიმდინარეობა ამ სექტორში განხორციელებული სწორი პოლიტიკის და მუშაობის შედეგია - იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.

„წელს ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა, თუმცა, ამ პერიოდში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და რეალიზებულ-პრივატიზებულ იქნა 300-მდე უძრავი ქონება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქონების ეროვნული სააგენტო ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. ეს თავის მხრივ, ბიზნესისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს. სააგენტოს მხრიდან კერძო სექტორისადმი პროაქტიურად ხდება სხვადასხვა სახის აქტივების შეთავაზება. ამასთან, რაც მნიშვნელოვანია, პრივატიზაციის პროცესი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს - ის სრულად ელექტრონულია.

ნინო ენუქიძე ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ქონების აუქციონების არსებული სისტემა მაქსიმალურადაა კერძო სექტორზე მორგებული და სრულად ითვალისწინებს ბიზნესის თუ კერძო პირების ინტერესს, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიიღონ შესაბამისი სერვისი.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე პროცესი წარმატებით წარიმართება და მთელი წლის საპრივატიზაციო გეგმაც გადაჭარბებით შესრულდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტი 108%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

06.08.2025.13:00

იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი. 

როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 14 472.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 9 571.4  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 6 937.8 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 681.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1 341.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 14 853.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 11 436.7 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7 114.0 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 6 471.6 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 5 148.8 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა