უნგრეთი გაზის მოპოვებას იწყებს
უნგრეთი, თავის ტერიტორიაზე გაზის წარმოებას აფართოებს, რითაც უცხოურ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სამრეწველო გაზის წარმოება ბეკეშის რეგიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საბადოზე დაიწყო.
„ქალაქ შარკადთან ახლოს აღმოჩენილი ნიეპუსტას საბადოზე პირველი ჭაბურღილი ორშაბათს ამოქმედდა, მეორე ჭაბურღილის ბურღვა კი უახლოეს დღეებში დაიწყება“, - აზუსტებენ უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით, უნგრეთის მთავრობა „აძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სუვერენიტეტსა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებას შიდა წყაროებიდან“.
კერძოდ, უნგრეთის მთვრობის მიზანია გაზზე არსებული შიდა მოთხოვნა ეტაპობრივად დააკმაყოფილოს.
ამ დროისთვის ქვეყანას ბუნებრივი აირი რამდენიმე წყაროდან მიეწოდება, თუმცა დომინანტი რუსეთია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
10.05.2025.18:52
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკროეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება.
რეიკიავიკის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. მათ შორის, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტი ჯონ ვილიამსი, ასევე, ისლანდიის, მონტენეგროს, იტალიის, ჩინეთის, დანიის და ევროკავშირის ქვეყნების სხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.
ორდღიანი შეხვედრის მთავარი სადისკუსიო საკითხებია მაკროეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის გამოწვევები, ასევე, თანამედროვე რეალობაში ცენტრალური ბანკების ცვალებადი როლი.
ეკონომიკური კონფერენციის მიზანი რისკების შემცირება და სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.
სესიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ გამოწვევებზე და გეოპოლიტიკის გავლენაზე საერთაშორისო ვაჭრობაში.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“.