მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP 5

news image

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში იმპორტმა თითქმის 11%-იანი ზრდა აჩვენა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია. აქედან იმპორტმა 10 310.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით) შეადგინა.

უმსხვილესი (ტოპ 5) იმპორტიორები 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით:

სს გეფა - კომპანიის ოფიციალური რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევანი დადიანი,  წევრები: მიხეილ აბრამიძე და გიორგი კეთილაძე. განთავსებული კაპიტალი - 121667.68 ლარი.

სს ლუსოლი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 20/01/2025. სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარეა ნუგზარ დეკანოიძე, ხოლო წევრები: ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი.

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრები: ნუგზარ აბრამიშვილი და ლევან ფხაკაძე. გენერალური დირექტორი - ვასილი ხორავა. განთავსებული კაპიტალი - 11211200 ლარი

შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. გენერალური დირექტორი - გიორგი მელანაშვილი. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრავიის თარიღია 22/09/2004. აღმასრულებელი დირექტორი - ალექსანდრე ჩადუნელი, დირექტორი - ალექსანდრე ვეკუა.

მესაკუთრეები: ლევან სურგულაძე - 27.9% - წილის მმართველია გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე - საქართველო, აშშ), გიორგი სურგულაძე - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი -  27.225%.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - მარიამ ქვრივიშვილი

05.09.2025.17:48

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზესტაფონში შპს „ჯორჯია მეტალის" - ახალი მეტალურგიული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიული საწარმო მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საწარმო ნათელი მაგალითია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 

მეტალურგიულ საწარმოში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ინვესტიცია 80 მლნ ლარს შეადგენს, წლიური წარმადობა კი 400 ათას ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს.  

„სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარს და რომლითაც შემცირდება ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. გადამამუშავებელ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში  სექტორი 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ  განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით,  საქართველო გლობალურადაა გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მოლოდინებს იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.

„ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც ფუნდამენტური წინაპირობაა ადამიანზე, მეწარმესა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული მოქალაქის, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა