უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP 5
ცნობილია უმსხვილესი ექსპორტიორები კომპანიების ჩამონათვალი. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებით უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიებია: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; სს არ ემ ჯი კოპერი; სს რუსთავის აზოტი;შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ტოიოტა კავკასია.
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - კომპანიის დაფუძნებულია შპს IDS Borjomi Beverages Co.N.V-ს მიერ. მისი დირექტორია ივანე მაჭავარიანი.
სს არ ემ ჯი კოპერი - კომპანიის გენერალური დირექტორია ჯონდო შუბითიძე.
სს რუსთავის აზოტი - კომპანიის გენერალური დირექტორია ჯეი პრაკაშ ჯაჯუ.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის პარტნიორები არიან:ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია - ალექსანდრე ჩადუნელი, ხოლო დირექტორი - ალექსანდრე ვეკუა.
შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი. კომპანიის პრეზიდენტია ტოშინარი საკაბე.
(შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივნისში, 5 464.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (681.3 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 217.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 174.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 123.2 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
სხვა სიახლეები
2025 წელს მენეჯერების პოზიციაზე საშუალო თვიური ხელფასი ₾3 609 ლარი იყო | საქსტატი
30.10.2026.21:10
2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.
სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.
2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).
საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7 პროცენტით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.