მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7102.9
0.0106
flag
AZN 1.6031
0.0021
flag
CNY 38.017
0.0071
flag
EUR 3.187
-0.0039
flag
GBP 3.7034
0.0091
flag
KZT 50.66
0.0009
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7263
0.0037

უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მთავრობა კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახორციელებს როგორც ჰიდრორესურსების, ისე მზის, ქარისა და ზოგადად, ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ დიდი ინტერესი აქვთ, სიღრმისეულად შეისწავლონ და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

ჩინურ კომპანიასთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ.

კომპანია Zhongbo Group, რომლის სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს, 1991 წელს დაარსდა და დასაქმებული ჰყავს 10 000-ზე მეტი ადამიანი. 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით Zhongbo Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში ახორციელებს ინვესტიციებს. განახლებადი ენერგიის სფეროში ჯგუფი მსხვილმასშტაბიანი მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ბატარეებში დაგროვებითი სადგურების, ასევე კომბინირებული განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტირებასა და მშენებლობას ახორციელებს. Zhongbo Group-ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს

14.08.2025.19:00

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა. 

საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა. 

TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:

  • აშშ - 1 569.9 ტონა;
  • თურქეთი - 946.1 ტონა;
  • ირანი - 344.2 ტონა;
  • ჰონ-კონგი - 20.0 ტონა;
  • ტაჯიკეთი - 3.0 ტონა;

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა