უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება - მარიამ ქვრივიშვილი
უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება, - აღნიშნა ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით.
„უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება. ჩვენ დიდ დროს დავუთმობთ ენერგეტიკის სექტორში გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დასახვას. ისევე, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვას, რითაც გამოვკვეთავთ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ყველა ის მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამა და პროექტი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის და მეორე რიგში თქვენთვის, უმეტესი თქვენგანისთვის, მსხვილი, მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს მაგისტრალური გზების დასრულება, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის ის ძირითადი მამოძრავებელი პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული სექტორების განვითარებას. რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.