მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკის კუთხით არის წყალქვეშა კაბელი და ორმხრივი ინტერესის აღიარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის - არჩილ გაჩეჩილაძე

news image

„ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღოს უზარმაზარი ინვესტიციები“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში გარდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორისა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღოს უზარმაზარი ინვესტიციები, მაგრამ ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თამაშის წესები სწორად იყოს გაგებული და გასაგები ყველა ინვესტორისთვის. კერძოდ, რა იგულისხმება - ზედმეტობები ზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში, როგორ დაბალანსდება იმპორტ-ექსპორტის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით არის წყალქვეშა კაბელი და ორმხრივი ინტერესის აღიარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც უდიდესი დადებითი იმპულსი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმების პატიება, რომელიც განხორციელდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს კერძო ინვესტორებს, რომ უკეთ გათვალონ რისკები და განახორციელონ მომავალი ინვესტიციები

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის დაგროვითი ჰესები და ქარის ენერგია, ვინაიდან ამ ტიპის ენერგიები საშუალებას გვაძლევს, რომ დავაბალანსოთ ზამთრის დეფიციტი, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მთავარი გამოწვევაა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

17.12.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1619 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6979 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6979 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1619 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1726 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა