უფრო მეტი საქართველო Mastercard-ის გლობალურ რუკაზე და საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში - როგორია კომპანიის 2026 წლის სტრატეგია
„2026 წლის სტრატეგიაა: უფრო მეტი საქართველო Mastercard-ის გლობალურ რუკაზე და უფრო მეტი Mastercard საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს ბაზრის გაღრმავებას, ჰაბის როლის გაძლიერებას, ტურიზმისა და ექსპორტის მხარდაჭერას, ფინტეკისა და სტარტაპების ეკოსისტემის გაძლიერებას.
„საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემის განვითარების ტემპი, ჩვენი შეფასებით, არის „წინმსწრები“, ანუ უფრო სწრაფი, ვიდრე პატარა ბაზრისგან შეიძლება გვქონოდა მოლოდინი. ქართული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში ციფრული გადახდების, მომხმარებლის სიმწიფისა და ტექნოლოგიებისადმი მიმღებლობის მხრივ. ინოვაციის შესაძლებლობებს ვხედავთ რამდენიმე მიმართულებით. ესენია ბიომეტრია და ციფრული იდენტობა, FacePay, Passkey, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია და სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას სთავაზობს „შეუმჩნეველ“, მაგრამ დაცვის დამატებით ფენას. ასევე, უნდა ვახსენოთ AI-ზე დაფუძნებული ფინანსური სერვისები, თაღლითობის აღმოჩენა, ქცევის ანალიზი, ჰიპერპერსონალიზებული შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს Live-რეჟიმში აწვდიან მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. და ცხადია ტოკენიზაცია და Multi-Token Network, ციფრული აქტივებით (სტეიბლკოინები, ტოკენიზებული აქტივები) გადახდების უსაფრთხო და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურის შექმნა.
საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ აქ ინოვაციები ძალიან სწრაფად ინერგება და როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებელი სიახლეს მარტივად იღებს. ეს ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც ფინტეკ-ინიციატივები შეიძლება ჯერ საქართველოში დაიტესტოს და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს“, - აცხადებს დავით ზღუდაძე,
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს - გოგიტა თოდრაძე
13.03.2026.23:50
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს, რათა ოფიციალური სტატისტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს. უწყების ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტებზე ფოკუსირებული მიდგომის ნაცვლად პროცესებზე ორიენტირებული სისტემა უფრო შედეგიანია, რის მიხედვითაც უწყება მომავალ წლებში გარდაქმნებს საკუთარ მექანიზმებს.
„2026 წელს არსებული პრაქტიკიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ასევე ვგეგმავთ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ პროცესებზე ორიენტირებული სისტემის ფორმირებაში. ანუ დღევანდელი სისტემა, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, არის პროდუქტებზე ფოკუსირებული, დაფუძნებული, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით უკეთესი გახლავთ, ასე ვთქვათ, პროცესებზე ორიენტირებული სისტემა, რაზეც ვგეგმავთ გადავიდეთ მიმდინარე წლებში“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე,