მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

უძრავი ქონების ბაზარზე ფასი და მოთხოვნა სტაბილურია - „არსი“

news image

უძრავი ქონების ბაზარზე პიკური ვითარება დაძლეულია. ამ ეტაპზე ფასიც და მოთხოვნაც სტაბილურია.

როგორც Business Insider Georgia-თან „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, მშენებლობის ღირებულების ინდექსში სხვაობა უმნიშვნელოა, რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე სტაბილურობაა და ეს მოცემულობა წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

„მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვიდან თვემდე იცვლება. ფასები სხვადასხვა პერიოდში იდენტური არ არის. რაღაც მასალა შეიძლება ოდნავ გაიაფდა და ამით იყოს გამოწვეული ინდექსის კლება. მკვეთრი ცვლილება რომ დაფიქსირებულიყო, გვეცოდინებოდა.

ამ კუთხით დღესდღეობით სტაბილური სიტუაციაა, არ იზრდება ფასი, რაც ბოლო დროის ტენდენცია იყო, ეს წელი მეტ-ნაკლებად რყევების გარეშე იქნება, როგორც ვივარაუდე წლის დასაწყისში.

როდესაც მაისის მონაცემები გამოქვეყნდება, წინა თვესთან შედარებით სხვაობა კვლავ უმნიშვნელო იქნება. თუმცა პროცესში, წლიდან წლამდე რომ ავიღოთ გარკვეული ცვლილება ყოველთვის არის, რადგანაც სიტუაცია, მათ შორის სამშენებლო მასალების და ხელფასებთან დაკავშირებითაც, ცვალებადია", - ამბობს ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს

03.10.2025.17:00

საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 35 767.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 051.3 ტონა. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია. სწორედ სასუქებზე მოდის ესპანეთში ექსპორტის 29%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10 530.1 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 10 008.2 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 9 113.7 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 573.0 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 766.1 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ესპანეთიდან იმპორტს 24%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის 8 თვეში საქართველომ 166 843.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა ესპანეთიდან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 134 219.1 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს: 

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 13 469.8 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 13 239.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6 842.3 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 6 235.9 ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 5 755.4 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა