უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მხრიდან საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, ისევე როგორც ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობას - მარიამ ქვრივიშვილი
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მხრიდან საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, ისევე როგორც ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ უზრუნველყოთ კომფორტული საინვესტიციო გარემო.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ეფექტურად იმისთვის, რომ უზრუნველყოთ კომფორტული საინვესტიციო გარემო, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და რათა თქმა უნდა დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს იმაში, რომ შეიქმნას ახალი დასაქმების ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგი და დადებითი დინამიკა შეინიშნება ამ კუთხით. დიახ, ჯორჯიან მეტალის საწარმოს გახსნაზე ვიმყოფებოდით, სადაც 80 მლნ დოლარზე მეტია დახარჯული, შეიქმნა 400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. რითაც უზრუნველყოფა მოხდება, რომ სამშენებლო მასალების წარმადობა წელიწადში 400 ათასზე მეტი იქნება, რაც არის ის მოცულობა, რითაც შემცირდება იმპორტის საჭიროება. ჩვენი ამოცანა არის გავაძლიეროთ თითოეული სექტორი, ამ სექტორში წარმოების შესაძლებლობა, იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის რესურსი, სად შეგვიძლია მეტად განვავითაროთ და რა არის თუნდაც ის საჭიროებები რაც დაგვრჩება იმპორტისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.23:55
როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.