უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები - ნორმები, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მშენებლობის დროს - ინფრასტრუქტურის მინისტრი
იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები - ნორმები, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მშენებლობის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო ნორმების მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს, პროექტების განხორციელების დროს 1982-83 წლებში მიღებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, კომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური. ჩემი, როგორც მინისტრის და ჩვენი სამინისტროს
მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვა. ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ის ხარისხი რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მოვუწოდებ კომპანიებსაც, რომ მათაც ამ მიმართულებით
აქტიურად იმუშაონ, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება’’- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან,„რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველია. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და გვაქვს გარკვეული პრობლემები შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
სხვა სიახლეები
22.09.2025.17:08
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2099 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7258 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.