თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია და ხედავს შესაძლებლობას, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს - მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტების ფასის შესაძლო გაიაფებაზე
თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ხედავს შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მედიკამენტების შესაძლო გაიაფებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„თემა მართლაც საყურადღებოა და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის იმ საკითხებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს და იმავდროულად აწუხებდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი უპირველესი. ამიტომაც კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი გაიშალა, საზოგადოების ყურადღება ამაზე მიქცეულია და ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგი შესაძლებლობაა, რომ გარკვეულ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და პრაქტიკებიც სწორ კალაპოტში ჩადგეს.
რაც შეეხება შეხვედრას, ეს მართლაც ძალიან გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა იყო, გამორჩეული იმიტომ, რომ ყველა მიმართულების წარმომადგენლობა იყო აქ უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს წარმოებიდან დაწყებული, დამთავრებული უშუალოდ იმ ხალხით, ვინც ამის რეალიზაციას ახორციელებს. პრაქტიკულად არ ყოფილა მეტ-ნაკლებად მწვავე და ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ფასების პოლიტიკაზე, რომელიც იქ არ დასახელებულა და რომელი მიმართულებითაც არ იქნა მონახული საშუალება, თუ როგორ შეიძლება რომ ჭარბფასიანობასთან გამკლავება შესაძლებელი გახდეს.
საინტერესო, მრავალმხრივი იყო ასე ვთქვათ დისკუსიაც, მსჯელობა, განხილვა და ამ განხილვების შედეგად გამოიკვეთა მიმართულებები. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ხედავს შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს, ასე რომ ეს მართლაც დამაიმედებელია.
ვფიქრობ, რომ მოხერხდება. ფარმაცევტიკას აქვს ერთგვარი სპეციფიკა - კომპლექსურობაში გამოხატული სპეციფიკა. აქ არ არის ასე საკითხი, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული კომპონენტის გადაჭრა იწვევდეს რაღაცა კლებას - დაწყებული ჭარბად დანიშნული მედიკამენტების პრობლემიდან დამთავრებული თვითონ ფასების არქიტექტურის გაანალიზების საჭიროებით, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება, წარმოების მხარდაჭერიდან დაწყებული, მაგალითად ქსელის სიმჭიდროვის საკითხის განხილვით დამთავრებული, ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ალბათ მოსალოდნელია ამ უახლოეს პერიოდში, მათ შორის აპრილის შემდგომ უკვე ძალიან აქტიური მუშაობის წამოწყება იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ერთდროულად პროგრესი ვაჩვენოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია
03.04.2026.17:00
საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია. საქართველოდან კვიპროსში იმპორტი 2329%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან კვიპროსში 3 827.7 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 157.6 ათასი დოლარის. საქართველოდან კვიპროსში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში კვიპროსში სულ 4 სახეობის პროდუქციის ექსპორტია დაფიქსირებული.
პროდუქტები, რის ექსპორტსაც საქართველო კვიპროსში ახდენს:
ექსპორტის პარალელურად მზარდია კვიპროსიდან იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთიდან 18 532.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 776.4 ათასი დოლარის. ზრდა 943%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კვიპროსიდან ყიდულობს: