მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

ტურიზმს მაკროდონეზე თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი რიცხვები ფიქსირდება - ლაშა ქავთარაძე სექტორის მაჩვენებლებზე და Galt & Taggart-ის მოლოდინებზე

news image

ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის ინდუსტრიამ 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, - აცხადებს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისივე თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზია, რომ 2025 წელს ტურიზმიდან შემოდინებები 4.5 მლრდ დოლარი იქნება. 

„ტურიზმს მაკროდონეზე თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი რიცხვები ფიქსირდება. მეორე კვარტალი საკმაოდ კარგი ზრდის ტემპით ხასიათებოდა და სწორედ მეორე კვარტალმა გამოიწვია ის, რომ 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით  ვიზიტორების რიცხვმა 2,8 მილიონს მიაღწია. აქედან 2.3 ტურისტული ვიზიტები იყო და ტურისტული ვიზიტები 80% არის. ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო ამ ვიზიტებში. ჯერჯერობით მეორე კვარტლის შემოსავლების ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ და ტურიზმის ინდუსტრიამ ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს არის 6,2%-იანი წლიური ზრდა. ჩვენ, რომ შევხედოთ ტურისტულ ნაკადებს, მეორე კვარტალში რა ტენდენციაც გვქონდა ამის განმსაზღვრელი იყო ვიზიტორები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან. შემცირებები ფიქსირდება თურქეთიდან და ირანიდან. ანუ ირანთან დაკავშირებით ვიცით მეორე კვარტლის ბოლოს ისრაელის და ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით. თუმცა, ჯამურად კარგი რიცხვია და ჩვენი პროგნოზი რაც გვაქვს მიმდინარე წელთან დაკავშირებით, ამასაც ვფიქრობთ რომ შესაძლოა უფრო მეტი შემოსავალი დაფიქსირდეს, ვიდრე ჩვენი პროგნოზია. 2025 წლისთვის ჩვენი საბაზისო პროგნოზი  4.5 მილიარდია  და ეს არის იმ დაშვებით, რომ პირველი ნახევარი შეფასებული გვაქვს, მეორე ნახევარში თუ ზრდა არ იქნება  შემოსავლებში, ანუ იგივე რიცხვები თუ გვექნება, რაც 2024 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა და თუ მინიმალური ზრდა იქნება, მაშინ 100 მილიონით მეტი იქნება. მოსალოდნელია მეტი იყოს თუ იგივე ზრდის ტემპი დაფიქსირდა, რაც პირველ ნახევარში იყო, მაშინ 4.7 მილიარდსაც არ გამოვრიცხავთ“, - აცხადებს ქავთარაძე. 

 

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, აზერბაიჯანის საზღვრის სრულყოფილი გაზსნა საქართველოს ტურიზმის ზრდაზე მეტ დადებით ეფეთს იქონიებდა, თუმცა ქავთარაძის განმარტებით, ეს გახსნა იგვიანებს და ის სავარაუდოდ შემოდგომიდან მოხდება. 

„აზერბაიჯანიდანნ ჩვენ გვახსოვს სანამ საზღვარი ჩაიკეტებოდა ძალიან დიდი რაოდენობის ვიზიტორები შემოდიოდნენ. 2019 წელს თუ კარგად მახსოვს 1.5 მილიონი ვიზიტორი გვყავდა აზერბაიჯანიდან და ციფრები, რომ დაემატება საერთო რიცხვებს, ეს ტურიზმის შემოსავლებშიც მყისიერად აისახება. ახლა რომ გახსნილიყო კარგი იქნებოდა და 300-400 მილიონი თავისუფლად დაემატებოდა წლიურ მაჩვენებელს, თუმცა როგორც ვიცი ბოლო ინფორმაციით, ოქტომბრისკენ გადაიწია და თუ ოქტომბერში გაიხსნება ესეც რა თქმა უნდა მცირედით დახმარებას მოგვცემს“, - ამბობს ქავთარაძე.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

13.02.2026.17:56

„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა