ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც - Château Mukhrani
ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია. მისი განცხადებით, გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ქორწილის გადახდა სურთ. როგორც შატო მუხრანში აცხადებენ, ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც.
„წელს გვესტუმრა ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან ღონისძიების დაგეგმვა, განსაკუთრებით ქორწილის მიმართულებით. ასევე გაიმართა კონფერენციები და შეხვედრები. საქართველოს აქვს პოტენციალი, თავისი კულტურით წარმოაჩინოს თავი მსოფლიო ბაზარზე და დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი და ღირსეული მასპინძელია რეგიონში. ძალიან კარგია, რომ უცხოელთა დაინტერესება იზრდება როგორც ქართული ღვინის, ისე ტურისტული ლოკაციების მიმართ და ველოდებით ძალიან ნაყოფიერ ტურისტულ სეზონს“, - განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
27.05.2026.20:23
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას და რეგიონული დაკავშირებადობის ზრდას. ასევე აღინიშნა ამერიკის მაღალი ინტერესი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა ამერიკულ ინვესტიციებზე საქართველოში, მათ შორის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის (PACE) გაფართოების პროექტზე, რომელიც ხორციელდება აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე.