მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თუ უფრო მეტ ენერგიის წყაროს შევქმნით, უფრო მეტი ჰიდროელექტროსადგური, მზის სადგური გაიხსნება ქვეყანაში, ერთის მხრივ თბოსადგურების ენერგიას ჩავანაცვლებთ მწვანე ენერგიით, მეორეს მხრივ გაჩნდება დამატებითი ელექტროენერგიის წყარო - დავით ნარმანია

news image

 

მიმდინარე ენერგეტიკულ ტენდენციებზე ისაუბრა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზეც.

სემეკის თავმჯდომარემ გენერაციასა და საექსპორტო შესაძლებლობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მაისიდან ქვეყანას უკვე აქვს ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ტენდენციები, რომელიც ჩვენ ენერგეტიკის სექტორში გაქვს. თუ როგორი დამოკიდებულებაა ეკონომიკურ ზრდასა და ელექტროენერგიის მოხმარებას შორის - ეს არის პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება. რამდენადაც იზრდება ქვეყნის ეკონომიკა თითქმის ერთი-ერთში, იმდენივე პროცენტით წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ბუნებრივია მომხმარებელს გაუჩნდება კითხვა რატომ? ერთის მხრივ ბევრი რაღაცაა რასაც ჩვენ ვიძენთ თანამედროვე ტექნოლოგია, ტექნიკა უფრო ელექტროეფექტიანია. ანუ თუ ადრე რაღაცა ხელსაწყო მოიხმარდა რაღაც მოცულობის ენერგიას, დღეს ის გაცილებით ენერგოეფექტიანია, იგივე ნათურები. თითქოს უფრო ნაკლებ ენერგიას უნდა მოვიხმარდეთ იმიტომ, რომ ყველაფერი ზოგავს მეტ-ნაკლებად ენერგიას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო ახალი მოწყობილობები შემოდის, რომელიც ადრე უბრალოდ ოჯახში არ გვქონდა. ან იგივე საწარმოებში, ორგანიზაციებში რაღაც არ იყო და დღეს უკვე ყოველდღიურობაა. დღეს, ავტომატიზაცია უფრო მაღალია. ჩვენს ქვეყანაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც ელექტრომობილები უფრო აქტიურად შემოვიდა და შესაბამისად, ელექტრომობილები საკმაოდ მოცულობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე ქვეყანაში გაქვს ტურიზმის ზრდა, ბოლო 2 წელია ზაფხულის პიკმა გადააჭარბა ზამთრის პიკს. ეს რას ნიშნავს? ანუ ზაფხულის ცხელ დღეებში ჯამური ელექტროენერგიის მოხმარება იყო უფრო მეტი, ვიდრე ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, რადგანაც საშუალოდ 10%-მდე ეკონომიკური ზრდა გაქვს ყოველ შემდგომ წელს წინა წელთან შედარებით ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომდევნო წელს უნდა ველოდოთ დაახლოებით 8-10%-ით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას. პოსტ-კოვიდს პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა და შესაბამისად ელექტროენერგიაზეც მოთხოვნა ერთი-ერთში მიჰყვა ამ ყველაფერს. ზამთარში არის თბოსადგურების გამომუშავების მაღალ წილი. რატომ? იმიტომ, რომ ზამთრის განმავლობაში არ აქვს საკმარისი ჰიდრორესურსები და ჩვენი მოხმარება გაცლებით უფრო მეტია ვიდრე ჰიდროსადგურების და ქარს სადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება. ამიტომ სექტემბრის თვიდან გვიწევს თბოსადგურების ჩართვა. სამი წლის უკან ახალი თბოსადგური „გარდაბანი 2“ გაიხსნა ქვეყანაში, რომელიც მუშაობს აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზზე და გარდაქმნის მას ელექტროენერგიად. ამიტომ ე.წ. დეფიციტურ თვეებში თბოსადგურები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნის და დეფიციტის დაკმაყოფილება. მაშინ როცა აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება თოვლის დნობა და არის უხვი ნალექები, აქედან გამომდინარე ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ჰიდრორესურსებით ჩვენს მოთხოვნას. და მეტიც მაისიდან ჩნდება ჭარბი ენერგია, რომლის გატანა ექსპორტზეა შესაძლებელი. ჩვენ ძირითადად ელექტროენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში. ექსპორტი ხდება სამი თვის განმავლობაში, ხანდახან 4 თვის განმავლობაში ექსპორტიც და ქვეყანაში შემოაქვს ვალუტა. ჩვენ თუ უფრო მეტ ენერგიის წყაროს შევქმნით უფრო მეტი ჰიდროელექტროსადგური, მზის სადგური გაიხსნება ქვეყანაში, ერთის მხრივ თბოსადგურების ენერგიას ჩავანაცვლებთ მწვანე ენერგიით და ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება და მეორეს მხრივ გაჩნდება დამატებითი ელექტროენერგიის წყარო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს უპირატესობები მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - ლევან დავითაშვილი

19 , 2025

„საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა მმართველობის კუთხით ანუ აქ არის ისეთი გარემო, სადაც მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, უზრუნველყოფილია კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მობილობა და არ არის არანაირი შეზღუდვა არც ვალუტის კონვერტაციაზე, არც კაპიტალის რეპატრიაციაზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" იყო.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო იყო მე-7 ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.

„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება - ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი ბიზნესკლიმატის მიმზიდველობას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა