წლის ბოლომდე დასრულდება საუკუნის პროექტის განხორციელება - პრემიერი
წლის ბოლომდე დასრულდება საუკუნის პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ მხრივ მთავრობას დადებითი შედეგები აქვს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის საავტომობილო გზების განვითარება. მათ შორის პრიორიტეტია ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. მთლიანობაში სააგნარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 437 კმ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კმ მაგისტრალური გზა. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი მაჩვენებელია 84 კმ-ზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს 68 კმ მაგისტრალური გზა. და შეგახსენებთ, რომ ეს იყო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები რომელზე მუშაობაც წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ შთამბეჭდავი შედეგი გაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე გახსნილია 367 კმ მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%-ი. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს ძირითად მაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება სურამის შემოვლითი გზა - 6,4 კმ სიგრძის. წლის ბოლომდე გაიხსნება რიკოთის გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე დასრულდება საუკუნის პროექტის განხორციელება - რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება წლის ბოლომდე და 3 წელში დასრულდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.