მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.7
-0.0048
flag
AZN 1.5786
-0.0011
flag
CNY 38.83
0.0047
flag
EUR 3.198
0.0123
flag
GBP 3.6682
0.0131
flag
KZT 54.57
0.0021
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.6838
-0.0018

წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში - ე.წ. ქეშბექი ყოველწლიურად იმატებს, ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს - "კოდას" წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი

news image

ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, - ამის შესახებ კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ავალიანის განცხადებით, კომპანიებისთვის ასევე პრობლემური და მძიმეა ის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები უწესებენ მათ ერთჯერადად მაღაზიის გახსნისას, იმისთვის რომ კომპანიის პროდუქცია მოხვდეს მათ დახლებზე.

„ე.წ ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის , წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-25 %-მდე მერყეობს „ქეშბექი“ ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმეს, ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთანავე ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით, ოღონდ შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას, შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე. რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის,“- განაცხადა გიორგი ავალიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს - კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი ნათია გარგულია

11.02.2026.15:38

ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს - ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გარგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გურგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.


„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს.
იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს — ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“ - განაცხადა გარგულიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა