მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა

news image
კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს - დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევები და დეტალური პროექტირება. სამუშაოებს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული  მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ასრულებს, რომელმაც ტენდერში წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს ფორმით.   
 
„ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ მშენებლობისთვის განსაზღვრული ვადა 970 დღეა. ეს ვადა, თავის მხრივ ორ ეტაპად იყოფა - პირველი ეტაპი იყო სამობილიზაციო სამუშაო, ასევე პროექტირება და ყველა თანმდევი კვლევითი სამუშაო. პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა, კონტრაქტით გაწერილი იყო, რომ ეს კვლევები 1-ელ სექტემბრამდე ხორციელდებოდა და ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო მშენებლობა -  შესაბამისი ნებართვა უკვე გამოცემულიას სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება მობილიზაციის ფაზას, ის სრულად დასრულდა და ტალღმტეხისთვის საჭირო კლდოვანი მასის 70-80% უკვე შემოსულია", - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.
 
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბრამდე ანაკლიაში მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი - ქვის ლოდების და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადასანაწილებლად. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის თქმით, 4 ივნისიდან უკვე დაიწყო „იქს ბლოკების" ადგილზე წარმოება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების პროცესისთვის საჭირო ვადებს და სამუშაოებს. 
 
„იქს ბლოკების" დამზადების მიზნით, პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. დღეში დაახლოებით 40 ცალი, კვირაში კი 240 ცალი „იქს ბლოკი" იწარმოება და ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება - საჭიროა დაახლოებით 14,000 ცალი „იქს ბლოკი".  ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე იწარმოება 3 კუბური მეტრის მოცულობის, ხოლო კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში 7 კუბური მეტრის მოცულობის ბლოკების წარმოებას გეგმავს.  
 
რაც შეეხება დეტალურ პროექტს, კონტრაქტორი კომპანიის მიერ უკვე მომზადდა ტალღმტეხელის პირველი 650 მეტრის მოწყობის პროექტი/დიზაინი. ასევე 10 აგვისტომდე დასრულდება და წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად დარჩენილი მონაკვეთის მოწყობის დეტალური პროექტი/დიზაინი. ამჟამად მიმდინარეობს უშუალოდ ტალღმტეხელის მშენებლობის წინა ბათიმეტრიული და ტოპოგრაფიული კვლევები. 
 
„რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, ის სამშენებლო და დაღრმავების სამუშაოებს მოიცავს, მიმდინარე კვირაში უკვე გამოიცა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. მეორე ეტაპის ვადა თითქმის ორ წელს შეადგენს - 2027 წლის მაისში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ დაახლოებით 1400 მეტრი სიგრძის აშენებული ტალღმტეხელი და დაღრმავებული ფსკერი", - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

13.02.2026.17:56

„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა