მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

news image
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ფერმერების თავდაუზოგავი შრომით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იზრდება როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე ხარისხი.
„აჭარის ციტრუსი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენს ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათს და ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. დარწმუნებული ვარ, შტაბის საქმიანობა მომდევნო სამი თვის განმავლობაში წარმატებული და ეფექტიანი იქნება. ათასობით ოჯახი სწორედ ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ფერმერის მხარდაჭერა,“ — აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
შტაბის გახსნის პარარელურად, სულხან თამაზაშვილი, დავით სონღულაშვილი და დენის სალუქვაძე მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესებზე მოისმინეს ინფორმაცია.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე დაწესდება 35 თეთრიანი სახელმწიფო სუბსიდია. დამატებით 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.
მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია 60–65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტია. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა მიიღებს.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაცია. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი (1501), სადაც მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის ფარგლებში, 6-დან 9 თვემდე პერიოდში მშენებლობის პროცესი დაიწყება - პრემიერი

30.10.2025.02:13

ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში. 
 
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის,  საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება  მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა