მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა - საქსტატის წინასწარი მონაცემები

news image

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა (56 პროცენტი) და ქ. ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38 პროცენტი) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია ორ ეტაპად:

▶ წინასწარი აგრეგირებული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.

▶ აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში (შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რამდენი Mitsubishi-ს მარკის ავტომობილია ქვეყანაში რეგისტრირებული - საქსტატის მონაცემები

25.06.2025.17:00

დღეისათვის ქვეყანაში ოფიციალურად 56 792 ერთეული Mitsubishi-ს მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Mitsubishi-ს მარკის ავტომობილების ყველაზე დიდი თავმოყრა ფიქსირდება დედაქალაქში.

ქვეყნის მასშტაბით  Mitsubishi-ს მარკის ავტომობილების გადანაწილება:

  • ქ. თბილისი: 25 419
  • იმერეთი: 7 265
  • კახეთი: 4 153
  • აჭარის არ: 4 091
  • ქვემო ქართლი: 3 653
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 3 254
  • შიდა ქართლი: 2 623
  • სამცხე-ჯავახეთი: 2 112
  • მცხეთა-მთიანეთი: 1 979
  • გურია: 1 324
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 919


MITSUBISHI-ს მოდელების განაწილება საქართველოში (2025)

  • PAJERO IO - 6532
  • AIRTREK - 5709
  • PAJERO 1.8 IO - 4847
  • COLT - 4046
  • L200 - 4030
  • OUTLANDER - 3987
  • PAJERO - 3285
  • MINICAB - 2165
  • DELICA - 1776
  • MONTERO SPORT - 520

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა