წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 156.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1%-ით ნაკლებია - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 182.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 18.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 9 981.3 ათასი ფრთა შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 156.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი
17.11.2025.13:00
მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.