მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

რუსთავი ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს - თუ 2020 წელს ქალაქის ბიუჯეტი ₾50 მილიონი იყო, ახლა უკვე ₾180 მილიონზე ვართ | ნინო ლაცაბიძე

news image

ქალაქის განვითარება ბოლო წლებში მაღალი დინამიკით მიმდინარეობს, - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, თუ 2020 წელს ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი იყო, დღეს უკვე 180 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტებისა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერების საშუალებით ფინანსდება.

„რუსთავი ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ბიუჯეტიც შეგიძლიათ საჯაროდ ნახოთ - 2020 წელს თუ 50 მილიონი იყო, ახლა უკვე 180 მილიონზე ვართ ქალაქის ბიუჯეტით. თუმცა ამასთან ერთად ძალიან დიდი წილი დღეს პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტრანსფერების სახით ფინანსდება - ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამ მასშტაბის პროექტები რუსთავში არ განხორციელებულა, რაც ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას გვაძლევს. დინამიკა კარგი გვაქვს, მათ შორის საკუთარი შემოსავლების ზრდის ნაწილში და უკვე ცოტა უფრო თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. როდესაც დიდ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ილუზია შევიქმენით რომ მხოლოდ ეს არის გამოწვევა. გამოწვევა ბევრად მეტი გვაქვს. ჩვენ ლიფტების პროგრამა დავიწყეთ და ძალიან დიდ გამოწვევას შევეჭიდეთ. ქალაქის დაარსებიდან არცერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული, ამ დროს 70 000 რუსთაველი ყოველდღე ლიფტით სარგებლობს და უსაფრთხოების ნაწილი დარღვეული იყო. სადარბაზოების რემონტი, სახურავები, გზების მოწესრიგება - ეს ყოფითი ყოველდღიური ამბები ვიცით, თუმცა ქალაქს სჭირდება უფრო მეტი. და მე ძალიან მიხარია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა დღეს სწორედ იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირველი, ისტორიული გამოწვევები ბოლომდე დასაძლევია, ეს არის წყალი, წყალმომარაგება რაზეც ვისაუბრეთ. ეკოლოგია გასაუმჯობესებელია და აქ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. მსხვილი პროექტების განხორციელება ქალაქის იერსახეს შეცვლის, ახალ საინვესტიციო გარემოს შექმნის, ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს და ძლიერი მუნიციპალური სისტემები. ერთ-ერთი მთავარი, რომ ქალაქი განვითარდეს, ეს განვითარება შეინარჩუნო და კიდევ დაამატო ახალი პროექტები და კიდევ უფრო მეტი სიძლიერე მისცე, დღეს ზუსტად გვაქვს დანახული რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი მუნიციპალური გუნდი, ძლიერი მუნიციპალური სისტემები, რომელიც მოვლა-პატრონობის, დასუფთავების, ურბანული განვითარების, გამწვანების, განათლების ხელშეწყობის ძალიან კარგ ხედვას ჩამოიყალიბებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მუნიციპალური ძლიერი და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები შესთავაზონ მოსახლეობას“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე,

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე

10.04.2026.15:31

„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა