წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 129 მლნ დოლარის ღირებულების წყლები გაყიდა
2025 წლის 9 თვეში საქართველომ ექსპორტზე 128 966.8 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა. საქსტატის საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საზღვარგარეთ 193 852 189 ლიტრი წყალი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 2%-იანი კლებაა.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ჩამოსხმული მტკნარი და მინერალური წყლებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობით წყალი გაყიდა:
საგულისხმოა, რომ საქართველოდან მტკნარი და მინერალური წყლების ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 254 207 940 ლიტრი წყალი გადაზიდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 205 188 590 ლიტრს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
21.10.2025.21:26
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში, - განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.