მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

წელს საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 1 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 1 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 983.60 ათასი დოლარის ღირებულების 470.86 ტონა ჩაი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-იანი შემცირებაა. 2024 წლის ოთხ თვეში საქართველომ ექსპორტზე 553.96 ტონა ჩაი გაიგზავნა.

ქართული ჩაისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ჩაის ექსპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 167.36 ტონა - 671.64 ათასი დოლარი;
  • ყაზახეთი - 135.48 ტონა - 81.29 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 69.70 ტონა - 51.04 ათასი დოლარი;
  • მონღოლეთი - 61.22 ტონა - 60.00 ათასი დოლარი;
  • თურქმენეთი - 16.43 ტონა - 31.27 ათასი დოლარი;

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველომ ყველაზე მეტი ჩაის ექსპორტი 2009 წელს განახორციელა, სულ 2,466.50 ტონა, ხოლო ჩაის ექსპორტიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 2020 წელს მიიღო - 5,153.33 ათასი დოლარი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 237%-იანი ზრდა ექსპორტში - ბრაზილიის ბაზარი საქართველოთი დაინტერესებულია

13.08.2025.17:00

საქართველოსა და ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქრთველომ ექსპორტზე 2 633.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 781.9 ათასი დოლარის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი 237%-ითაა გაზრდილი. 

ირკვევა, რომ ქვეყნიდან ბრაზილიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 54%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიაში ყიდის:

  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1 410.6 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 624.2 ათასი დოლარი;
  • ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტი - 488.7 ათასი დოლარი;
  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 104.8 ათასი დოლარი;
  • საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები, სხვა - 5.7 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ბრაზილიიდან იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში ის 37 720.5 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 44 886.2 ათასი დოლარის. კლება 16%-მდეა. ბრაზილიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი გაყინული ხორცია. მას ამ ქვეყნიდან იმპორტის 50%-ი უკავია.


TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიიდან ყიდულობს:

  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 18 741.3 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6 947.2 ათასი დოლარი;
  • შაქარი - 4 919.5 ათასი დოლარი;
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 3 304.9 ათასი დოლარი;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 627.6 ათასი დოლარი;
  • კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა - 618.6 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა