წელს ქვეყანაში 2,4 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის სტატისტიკა მზარდია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2 422 589.2 ათასი დოლარის ღირებულების 148 859 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის რვა თვეში კი მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 136 986 ერთეული შეადგინა. შესაბამისად ქვეყანაში წელს 8%-ით მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.
საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი არის აშშ. მეორე ადგილზე კი იაპონიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
22.09.2025.17:08
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2099 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7258 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.