მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

წარმოების ჯაჭვში ვეტერინარული მანიპულაციები, უვნებლობის კონტროლი, მავნებლებთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია - დავით სონღულაშვილი

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის რეგიონულ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეცხოველეობის დარგია განვითარებული, შესაბამისად, ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც რეგიონში ტარდება, ცხოველთა დაავადებების პრევენციის მიზნით უმნიშვნელოვანესია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგრარული დარგის განვითარებაში არაერთი რგოლი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციის სამივე მიმართულებით - ვეტერინარია, ფიტოსანიტარია და სურსათის უვნებლობა - მიმდინარე სამუშაოები აერთიანებს იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია აგრარული დარგის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განვითარება. წარმოების ჯაჭვში ვეტერინარული მანიპულაციები, უვნებლობის კონტროლი, მავნებლებთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

07.12.2025.15:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქოავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღემიულოცა

 

სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა დაეკონომიკის გაძლიერებაშიმთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკითერთობლივიშრომით და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციისსფეროში ჩვენ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მივაღწიეთრაც წლიდან წლამდესტაბილურად უმჯობესდებააქტიური მუშაობის შედეგადსაქართველოს საავიაციო ბაზარსყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებებიამასთან,  მგზავრთნაკადისტურისტული ნაკადებისა და საავიაციო ტვირთბრუნვის ზრდის არსებულიდინამიკისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებითმიმდინარეობს მუშაობაქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიმართულებით.შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულიპროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევსმადლობას ვუხდისექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტსსახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოსმჯერარომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ," -ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მილოცვის ტექსტში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა