თქვენ ხედავთ, რომ დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარი არის შესყიდული - ამის საშუალებას გვაძლევს მზარდი ეკონომიკა | ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 1 496 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სებ-მა დღეს გამოაქვეყნა.
რეზერვების შევსების პოლიტიკა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან შეაფასა და განამარტა, თუ რა ფაქტორებითაა განპირობებული აღნიშნული.
,,დღეს გამოვაქვეყნეთ რეგულარული ანგარიში ჩვენი სავალუტო შესყიდვების თაობაზე, მოგეხსენებათ რომ ეროვნული ბანკი პერიოდულად ყიდულობს უცხოურ ვალუტას იმისთვის რომ შეავსოს თავისი საერთაშორისო რეზერვები. დღეს გამოქვეყნდა როგორც აგვისტოს მონაცემი ასევე წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით. თქვენ ხედავთ რომ დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი არის შესყიდული, ამის საშუალებას გვაძლევს მზარდი ეკონომიკა და კონკრეტულად ის დარგები რომლებიც წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივს და ამავდროულად კარგ არხს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების - ეს არის ტურიზმი, ეს არის ექსპორტი, მათ შორის მომსახურების ექსპორტი და სასაქონლო ექსპორტი და ეს არის გზავნილები. ყველა ამ არხის მეშვეობით იმდენად ჭარბი ვალუტა შემოედინება რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა რომ მილიარდნახევარი დაახლოებით შეგვეძინა აგვისტოს ჩათვლით. აქ წინაწარ დავაანონსებ რომ სექტემბერშიც გავაგრძელეთ შესყიდვა, დღეის მონაცემებით უფრო მეტი არის შესყიდული ამაზე ჩვენ თავის დროზე გავაკეთებთ დამატებით კომუნიკაციას რადგან თარიღები არის როდესაც ქვეყნდება და შესაბამისად, რეზერვების სტატისტიკაზეც ეს აისახება" - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
26.09.2025.01:13