მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია Business Insider Georgia-ს თავად თორნიკე ზირაქიშვილმა დაუდასტურა. აქამდე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Eagle Hills საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციით ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. თბილისის ცენტრში Eagle Hills-მა გაყიდვების ოფისი გასულ წელს გახსნა.

Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანტრეპრენერია, უძრავი ქონების სფეროში 30-წლიანი გამოცდილებით. ალაბარი აგრეთვე Emaar Properties-ის დამფუძნებელია - კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ბურჯ ხალიფა, და ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი, დუბაი მოლი, ააშენა. სწორედ ამ პროექტებმა დუბაის თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტილი საერთაშორისო მასშტაბით ხელახლა განსაზღვრა.

ადამიანზე ორიენტირებული და გამორჩეული კომპლექსები, რომლებიც არა მხოლოდ ორგანულად ერწყმის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას — ეს არის მოჰამედ ალაბარის ხედვა და მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ.

Eagle Hills Properties-ის პროექტები უკვე 12-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის სერბეთში, ლატვიაში და ახლა უკვე საქართველოშიც. თითოეული კომპლექსი ხასიათდება მდგრადი განვითარებითა და თანამედროვე, ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 12 - 16 ოქტომბერი

11.10.2026.00:19

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 12 - 16 ოქტომბრის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

13 ოქტომბერი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის სექტემბერი)

15 ოქტომბერი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

15 ოქტომბერი | საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)

15 ოქტომბერი | მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქტებისთვის ფიზიკური ნაკადების ანგარიშები (2025 წელი)

16 ოქტომბერი | ქალისა და კაცის სახელფასო სხვაობა (2025 წელი)

16 ოქტომბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

სებ-ის კალენდარი

15 ოქტომბერი | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით

15 ოქტომბერი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით

 

15 ოქტომბერი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა