მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

news image

2026 წლის პირველი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 5 946.3 ათასი დოლარის ღირებულების 1 039.5 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 1 309.7 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 21%-ით არის შემცირებული. 

იანვრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 403.7 ტონა;
  • უკრაინა - 253.3 ტონა;
  • თურქეთი - 122.5 ტონა;
  • ბელგია - 64.4 ტონა;
  • თურქმენეთი - 36.5 ტონა;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

26.02.2026.14:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა. შეხვედრა საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მე-7-ედ ჩატარდა და მასში 400-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ვაჭრობის სფეროში. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წელს თურქეთი პირველი იყო როგორც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები, მათ შორის, თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2025 წელს საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო ჩართულობით საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები საჰაერო გზით დაუკავშირდა ერთმანეთს. მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან", რომელმაც 2027 - 2031 წლებში დედაქალაქის არსებული საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელი უნდა შეუწყოს მგზავრთნაკადის 10 მლნ მგზავრამდე გაზრდას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს მსხვილ სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ხაზი გაესვა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტსაც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედდება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით.

მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობას სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში - 2025 წლის მონაცემებით თურქეთი მეორეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა