მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს

news image

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 3 538 616.6 ათასი დოლარის 212 232 ერთეული ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 190 895
ერთეულს შეადგენდა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ყველაზე მეტი რაოდენობა ქვეყანაში აშშ-დან შემოდის: 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს:

  • აშშ - 166 853 ცალი მსუბუქი ავტომობილი; 
  • იაპონია - 17 828 ცალი მსუბუქი ავტომობილი; 
  • გერმანია - 7 522 ცალი მსუბუქი ავტომობილი; 
  • ჩინეთი - 5 721 ცალი მსუბუქი ავტომობილი; 
  • კანადა - 2 960 ცალი მსუბუქი ავტომობილი; 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2024 წლის მშპ-ს მაჩვენებლის სტრუქტურაში თბილისი ლიდერობს - საქსტატი

23.12.2025.10:58

2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (53.1 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.3 პროცენტი), იმერეთი (7.7 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5 პროცენტი).

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა