მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს

news image

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან შემცირებას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 622,207.51 ათასი დოლარის ღირებულების 35,796.00 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი იმპორტმა 41,932.00 ცალი ავტომობილი შეადგინა. კლება 14,6%-ის დონეზეა.

საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა. სწორედ აშშ-ზე მოდის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 78%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 28,015.00 ცალი - 351,933.92 ათასი დოლარი,
  • იაპონია - 2,882.00 ცალი - 74,396.93 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 1,371.00 ცალი - 94,794.36 ათასი დოლარი,
  • ჩინეთი - 858.00 ცალი - 8,761.24 ათასი დოლარი,
  • კორეა - 510.00 ცალი - 5,875.84 ათასი დოლარი,

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიღარია, როდესაც ქვეყანამ 219,638.00 ცალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 3,323,596.01 ათასი დოლარი იყო.

 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Airbnb-ის მონაცემებმა პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს - მარიამ ქვრივიშვილი

28.04.2025.23:41

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი გაზრდილია 8%-მდე. 

„ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა