მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ახდენს

news image

საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი მზარდია, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ 186.6 ტონა 5 404.1 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების, ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი განახორციელა, 2025 წლის იანვარში კი 181.1 ტონის, რომლის საერთო ღირებულებაც 4 015.4 ათას დოლარს შეადგენდა. 

მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2026 წლის პირველ თვეში ყველაზე მეტი ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი საფრანგეთიდან განხორციელდა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი განახორციელა:

  • საფრანგეთი -1 762.4 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 576.8 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი - 400.1 ათასი დოლარი;
  • კორეა - 365.8 ათასი დოლარი;
  • იტალია - 322.3 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ქვეყანაში 3 345.2 ტონა 98 533.0 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი დაფიქსირდა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის მიერ Stablecoin-ის შეთავაზების წესის შემუშავება სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - შოთა ლომთაძე

13.03.2026.14:05

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების (stablecoin) პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, - განაცხადა Bybit Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ლომთაძემ.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაცია ბაზრის მონაწილეებისთვის მკაფიო და პროგნოზირებად წესებს განსაზღვრავს, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან საინტერესო სამართლებრივი ჩარჩოა ჩამოყალიბებული, რაც ზრდის კრიპტო და ციფრული აქტივების პროვაიდერების ინტერესს საქართველოს მიმართ. კომპანიებს ზუსტად ესმით, რა წესებით უნდა იმოქმედონ. მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაცია ნდობის ფაქტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.

მისივე თქმით, Stablecoin მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

„სთეიბლქოინი არის ხიდი ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის. მისი არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ნდობის დამატებით ინსტრუმენტს ქმნის და მომხმარებლებს ციფრული აქტივების უფრო უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა მან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული რეგულაცია 2026 წლის მარტში შეიმუშავა. რეგულაციის მიზანია უსაფრთხო და გამჭვირვალე ეკოსისტემის ჩამოყალიბება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა