TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1 337.6 ათასი დოლარის ღირებულების კივი იყიდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში კივის იმპორტმა 1 941.3 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კივის იმპორტი 2 192.7 ტონა იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში კივის იმპორტი 11%-ით არის შემცირებული.
საქართველოში იმპორტირებული კივის ყველაზე დიდი წილი ირანზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 2 443.6 ტონა კივი იყიდა, 2023 წელს კი 2 684.2 ტონა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით - ვახტანგ ცინცაძე
30.09.2026.18:12
„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემების შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში არაერთ სექტორს შეაქვს მაღალი კონტრიბუცია, მათ შორის - დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სექტორებს.
„აქვე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები - რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით. ხაზს გავუსვამდი ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 63%-ს აჭარბებს და რეკორდულ 3.3 მლრდ აშშ დოლარს აღწევს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არსებული შედეგების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით დაადასტურა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული დაზუსტება ხდება იმ ფონზე, როცა რეგიონის არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მეორე მხრივ კი სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რომლებიც, მათ შორის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული და საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.