მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს იმპორტს ახდენს

news image

საქართველოში ავოკადოს მოხმარებაზე მზარდია, რასაც ამ პროდუქტის იმპორტის მაჩვენებლებიც ცხადყოფს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ 4 988.4 ათასი დოლარის ღირებულების 1 828.9 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ავოკადოს იმპორტი 1 679.9 ტონას შეადგენდა. არსებული სტატისტიკით კი ირკვევა, რომ წლიურ ჭრილში ავოკადოს იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში იმპორტირებულ ავოკადოში ყველაზე დიდი წილი ნიდერლანდებს უკავია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:

  • ნიდერლანდები - 1 144.2 ტონა;
  • თურქეთი - 548.5 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 43.2 ტონა;
  • ლიბანი - 42.3 ტონა;
  • ისრაელი - 33.5 ტონა;

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

22.12.2025.16:10

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის გახსნით სიტყვაში მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მზარდ დინამიკაზე, ასევე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე". საქართველო მზად არის, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციალს და აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა ამ ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სწორი, დივერსიფიცირებლი ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების დახმარებით საქართველო ინარჩუნებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

„2021-2024 წლებში საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9,8% დააფიქსირა. წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,6% იყო", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სექტორული მიმართულებით, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

„საქართველო პოზიციონირებს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ავითარებს ადამიანურ კაპიტალს, აუმჯობესებს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ახდენს მეტი ბიზნესის ინტეგრირებას გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის გახსნით სიტყვაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა